მეგან მარკლი
რეიჩელ მეგან მარკლი (ინგლ. Rachel Meghan Markle; დ. 4 აგვისტო, 1981, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი. სასექსის ჰერცოგინია 2018-2020 წლებში როგორც დედოფალ ელისაბედ II-ის უმცროსი შვილიშვილის, პრინცი ჰარის მეუღლე.
მეგან მარკლი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
4 აგვისტო, 1981 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელები |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2002-2017 |
წოდება |
სასექსის ჰერცოგინია დუმბარტონის გრაფინია კილკილის ბარონესა |
რელიგია |
ჯერ პროტესტანტიზმი შემდეგ ანგლიკანიზმი |
მეუღლე(ები) |
ტრევორ ენგელსონი (ქ. 2011 - განქ. 2013) პრინცი ჰარი, სასექსის ჰერცოგი (ქ. 2018) |
შვილ(ებ)ი | არჩი მონბატენ-უინძორი |
მშობლები |
მამა: თომას მარკლი დედა: დორია რაგლანდი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებამეგან მარკლი დაიბადა 1981 წლის 4 აგვისტოს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. იგი არის თომას მარკლისა და დორია რაგლანდის ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი ინგლისელ-ირლანდიელია, ხოლო დედის ხაზით აფროამერიკელი. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, სადაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო საშემსრულებლო ხელოვნებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. ამის შემდეგ იგი დროებით გადავიდა ბუენოს-აირესში, არგენტინაში, სადაც ამერიკის საელჩოში მუშაობდა.
2002 წლიდან იწყება მისი სამსახიობო კარიერა, თუმცა მას თავიდან პატარა სერიალებში მხოლოდ ეპიზოდურ როლებს აძლევდნენ ხოლმე. ამის შემდეგ მან ზედიზედ ითამაშა რამდენიმე წარმატებულ ფილმსა და სერიალში, 2011 წელს კი სერიალ „სარჩელებში“ შესრულებულმა რეიჩელ ზეინის როლმა სახალხო პოპულარობა მოუტანა.
მეგანს 2004 წლიდან მოყოლებული ჰქონდა თავის კოლეგასთან, ტრევორ ენგელსონთან სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც 2011 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა, თუმცა მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, ამიტომაც 2013 წელს განქორწინებით დასრულდა.
2016 წელს ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პრინც ჰარის რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა მეგან მარკლთან. 2017 წლის 27 ნოემბერს ისინი დაინიშნენ, 2018 წლის 19 მაისს კი ქორწილის დღეც დაინიშნა.
პრინცი ჰარი არის დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ისა და ედინბურგის ჰერცოგ ფილიპე ბერძენის შვილიშვილი, როგორც უელსის პრინც ჩარლზისა და მისი პირველი ცოლის, პრინცესა დიანა სპენსერის უმცროსი ვაჟი და პრინცი უილიამის უმცროსი ძმა.
ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წლის 8 მარტს ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა მდინარე იორდანედან ჩამოტანილი წყლით ანგლიკანად მონათლა მეგანი, რათა ჰარიზე დაქორწინება შესძლებოდა. მის ნათლობას დაესწრო როგორც პრინცი ჰარი, ასევე მამამისი, პრინცი ჩარლზი და მისი მეორე ცოლი, პრინცესა კამილა. მისი 45 წუთიანი ნათლობის ცერემონიალი კენტერბერის ეპისკოპოსმა ჯასტინ უილბიმ ჩაატარა. ვინაიდან მარკლსა და ეპისკოპოსს კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგანმა მონათვლა მას თავად სთხოვა. უილბიმ მას ასევე შეასწავლა ანგლიკანური რწმენისათვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები. მიუხედავად იმისა, რომ ქორწილისთვის მისი მონათვლა აუცილებელი არ იყო, მეგანმა ეს ნაბიჯი ჰარის ბებიის, დედოფალ ელისაბედისადმი პატივისცემის ნიშნად გადადგა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ელისაბედია ანგლიკანური ეკლესიის წინამძღვარი.
2018 წლის 19 მაისს, უესტმინსტერში შედგა მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწინება, რის შემდეგაც მას სასექსის ჰერცოგინიობა უბოძეს. ამავე წლის 15 ოქტომბერს წყვილმა გამოაცხადა, რომ 2019 წლის გაზაფხულისათვის ბავშვს ელოდებოდნენ. 2019 წლის 6 მაისს მეგანმა თავისი პირველი ვაჟი გააჩინა, რომელსაც არჩი მონბატენ-უინძორი დაარქვეს.
2019 წლის აგვისტოში მეგანი და ჰარი მოგზაურობდნენ, რა დროსაც 4 პირადი თვითმფრინავით გადაადგილდებოდნენ, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათმა თვითმფრინავებმა იმაზე შვიდჯერ მეტი გამონაბოლქვი გამოუშვა, ვიდრე 20 ჩვეულებრივი თვითმფრინავი ერთად გამოიმუშავებდა.
მართალია ქორწინების შემდეგ მეგანმა სამეფო ოჯახის წევრის სტატუსი და რამდენიმე ტიტულიც მიიღო, თუმცა 2020 წლის გაზაფხულისათვის ისინი სამეფო ოჯახის სტატუსის მოხსნას გეგმავენ. ჯერ კიდევ განხილვის საგანია, შეუნარჩუნდებათ თუ არა მათ წოდებები. ბრიტანეთის დატოვების შემდეგ ისინი აშშ-ში დასახლდნენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.bbc.co.uk/news/uk-37908096
- http://www.bbc.com/news/uk-42137179
- https://www.royal.uk/duke-and-duchess-sussex-are-expecting-baby
- https://www.rtlnieuws.nl/nieuws/buitenland/artikel/4694736/its-boy-meghan-markle-bevallen-van-eerste-baby
- https://www.telegraaf.nl/entertainment/770656970/harry-en-meghan-opnieuw-onder-vuur-na-tripje-met-privejet დაარქივებული 2019-09-03 საიტზე Wayback Machine.
- http://blog.practicalethics.ox.ac.uk/2019/10/mr-broccoli-versus-piers-morgan-hypocrisy-and-environmental-action/
- https://www.nytimes.com/2020/01/18/world/europe/meghan-harry-royals-uk.html
- http://www.californiabirthindex.org/birth/rachel_meghan_markle_born_1981_14988531
- https://www.biography.com/royalty/meghan-markle
- https://www.telegraph.co.uk/news/2018/05/19/royal-wedding-2018-live-meghan-markle-prince-harry-marry-windsor/