ჯეიკობ ზუმა
ჯეიკობ ზუმა (ინგლ. Jacob Zuma, დ. 12 აპრილი 1942, ნკანდლა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 1999-2005 წწ., ქვეყნის მმართველი პარტიის აფრიკის ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელი 2007 წლის 18 დეკემბრიდან. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2009 წლიდან 2018 წლის 14 თებერვლამდე.
ჯეიკობ ზუმა | |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 მაისი, 2009 – 14 თებერვალი, 2018 | |
წინამორბედი | კგალემა მოტლანტე |
მემკვიდრე | სირილ რამაფოსა |
დაბადებული | 12 აპრილი, 1942 ნკანდლა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
მეუღლე | 8 |
შვილები | 20 |
რელიგია | პროტესტანტიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიეკუთვნება ზულუს ეთნიკურ ჯგუფს.
1959 წელს შეუერთდა აფრიკის ეროვნულ კონგრესს, ხოლო 1963 წელს — სამხრეთ აფრიკის კომუნისტურ პარტიას. 1975-1990 წწ. იმყოფებოდა ემიგრაციაში, ერთ-ერთი პირველი დაბრუნდა სამშობლოში, მას შემდეგ რაც მოეხსნა აკრძალვა აფრიკის ეროვნულ კონგრესს.
2009 წლის 6 მაისს პარლამენტმა 227 ხმით აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად.
2018 წლის 14 თებერვალს კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჯეიკობ ზუმა მრავალცოლიანია, ჰყავს 8 (მათ შორის 5 ოფიციალური) მეუღლე და 20 შვილი.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Profile დაარქივებული 2005-07-14 საიტზე Wayback Machine.
- Zuma: Road to the presidency
- Jacob Zuma დაარქივებული 2011-09-01 საიტზე Wayback Machine. at Who's Who Southern Africa დაარქივებული 2011-09-01 საიტზე Wayback Machine.