აფრიკის ეროვნული კონგრესი
აფრიკის ეროვნული კონგრესი (აეკ, ინგლ. African National Congress) — სამხრეთ აფრიკის აფრიკელი მოსახლეობის უძველესი პოლიტიკური პარტია. 1994 წლიდან მმართველი პარტიაა პროფკავშირების კონგრესსა და კომუნისტურ პარტიასთან ალიანსში. დაარსდა 1912 წელს. 1960-1990 წლებში მოქმედებდა არალეგალურად. პარტიის მთავარი მიზანი იყო აპართეიდის რეჟიმის განადგურება. 2007 წლიდან პარტიის პრეზიდენტია ჯეიკობ ზუმა. 1985-1991 წლებში პარტიის პრეზიდენტი იყო ოლივერ ტამბო, ხოლო 1991-1997 წლებში ნელსონ მანდელა.
აფრიკის ეროვნული კონგრესი | |
---|---|
African national Congress | |
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | ჯეიკობ ზუმა |
გენერალური მდივანი | გვედე მანტაშე |
ისტორია | |
დაფუძნდა | 8 იანვარი, 1812 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
აფრიკული ნაციონალიზმი, მემარცხენე ნაციონალიზმი, სოციალ-დემოკრატია, დემოკრატიული სოციალიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
საერთაშორისო აკრედიტაცია | სოციალისტური ინტერნაციონალი |
წარმომადგენლობითობა | |
ეროვნული ასამბლეა |
249 / 400 |
პროვინციათა ეროვნული საბჭო |
60 / 90 |
პპ |
3 / 5 |
ფერები | შავი, ყვითელი, ოქროსფერი |
შტაბ-ბინა | Luthuli House, 54 Sauer Street, Johannesburg, Gauteng |
http://www.anc.org.za |
1960-იან წლებში პარტიას მხარი დაუჭირა სსრკ-მა. საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასწავლებლებში ათასობით აეკ-ის აქტივისტი სწავლობდა. აშშ მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევდა და მხოლოდ 2008 წელს მოხდა მისი ამოღება ტერორისტების სიიდან.
1989 წელს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს ფრედერიკ დე კლერკი, რომელმაც დაიწყო აქტიური მოქმედება აპართეიდის ლიკვიდაციისათვის. ციხიდან გაათავისუფლეს აეკი-ს ლიდერი ნელსონ მანდელა, რომელმაც 1994 წელს, პირველ დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და გახდა ქვეყნის მეთაური.
2008 წელს პარტიას გამოეყო წევრთა გარკვეული ჯგუფი და დააარსეს ახალი პარტია სახალხო კონგრესი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- African National Congress დაარქივებული 2006-06-15 საიტზე Wayback Machine. official site
- Response by the ANC General Secretary to COSATU's assessment, 2004 დაარქივებული 2004-12-04 საიტზე Wayback Machine.
- "Today it feels good to be an African დაარქივებული 2006-06-15 საიტზე Wayback Machine. " – Thabo Mbeki, Cape Town, 8 May 1996
- Interview with Nimrod Sejake, an ANC dissident, "The ANC has sold out!"( 2009-10-24) Interviewed by Laurence Coates Offensiv 385 (10 February 2000)
- Attacks attributed to the ANC on the START terrorism database