მადამ დე პომპადური
ჟანა ანტუანეტა პუასონი მარკიზა დე პომპადური ცნობილი როგორც მადამ დე პომპადური (დ. 29 დეკემბერი, 1721 — გ. 15 აპრილი 1764) — ლუი XV-ის ცნობილი სამეფო საყვარელი 1745 წლიდან მის გარდაცვალებამდე. იგი მართავდა მეფის განრიგს და იყო მისი მრჩეველი, რაც ფრანგულ სამეფო კარზე კრიტიკის საგნად იქცა, რამაც მას ბევრი მტერი გაუჩინა. პომპადურმა მონარქისგან მისთვის და მისი ნათესავებისათვის თავადური წოდება და სტატუსიც მოიპოვა. იგი პატრონობდა არქიტექტურასა და დეკორატიულ ხელოვნებას, განსაკუთრებით კი უყვარდა ფაიფური. აქტიურად უჭერდა მხარს ფილოსოფიასა და განმანათლებლობას. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ვოლტერის მიმართ. სწყალობდა დომენიკ ვივან დენონს[1]. იგი ფრანგული სიამაყის ერთ-ერთი თვალსაჩინო სიმბოლოა. გარდაიცვალა ტუბერკულოზით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Algrant, Christine Pevitt. Madame de Pompadour: Mistress of France (2003)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ *კ.კერამი, ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები, რომანი არქეოლოგიაზე, თბილისი, „ნაკადული", 1972.