მონტანა

შტატი აშშ-ში

მონტანა (ინგლ. Montana) — შტატი აშშ-ში. მდებარეობს მთიან რეგიონში. სახელი ესპანურად „მთიანს“ ნიშნავს. მონატანა 1740 წელს გამოკვლეულ იქნა ფრანგი ვერენდრიეს მიერ. 1809 – შეიქმნა პირველი დასახლებები. მე-19 ს-ში მონტანას ოქროს მაძიებლები მოაწყდნენ. 1864 – აშშ-ს ტერიტორია. 1867-1877 – ომები ინდიელებთან. 1889-დან შტატი.

მონტანა
მონტანის დროშა მონტანის გერბი
მეტსახელი: Big Sky Country და Treasure State
დევიზი: Oro y plata
დედაქალაქი ჰელენა
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
გუბერნატორი Greg Gianforte
საკანონმდებლო ორგანო მონტანის საკანონმდებლო ორგანო
ფართობი 381 154 კმ²
მოსახლეობა 1 084 225[1] კაცი
უმაღლესი წერტილი გრანიტ-პიკი
უდაბლესი წერტილი კუტენეი
შტატი გახდა 8 ნოემბერი, 1889
სასაათო სარტყელი UTC−7 და ამერიკა/დენვერი
საფოსტო აბრევიატურა MT და Mont.
მოსაზღვრე რეგიონები ბრიტანეთის კოლუმბია, ალბერტა, სასკაჩევანი, ჩრდილოეთი დაკოტა, სამხრეთი დაკოტა, ვაიომინგი, აიდაჰო და ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები
ადმინისტრაციული დაყოფა
სია
საიტი mt.gov

მონტანას ესაზღვრება კანადის პროვინცია ალბერტა და სასკაჩევანი, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, უაიომინგი და აიდაჰო. მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: მონტანას უნივერსიტეტი (დაარსებულია 1893 წ.) და მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი (1893).

  • ფართობი – 377 ათასი.
  • მოსახლეობა – 909 ათასი (თეთრი 92,4 %, აფროამერიკელი 0,3 %, ინდიელი 5,8 %, ლათინურამერიკელი 1,5 %).
  • ქალაქის მოსახლეობა - 52,9 %.
  • ქალაქებიჰელენა (დედაქალაქი), 28 ათასი, ბილინგსი, 91 ათასი, გრეით-ფოლსი, 58 ათასი.
  • თავისებურებებიიელოუსტონის ეროვნული პარკი, ინდიელთა ველის მუზეუმი, სამთო-სათხილამურო კურორტები.