ასურეთი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ასურეთი[2] (ყოფ. ელიზაბეტალი) — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ასურეთისხევის (ალგეთის შენაკადი) მარჯვენა მხარეს; მდებარეობს ზღვის დონიდან 760—800 მეტრზე; თეთრიწყაროდან დაშორებულია 20 კილომეტრით, ხოლო თბილისიდან — 29 კმ-ით. არის ამავე სახელწოდების თემის ცენტრი, რომელიც ასევე მოიცავს სოფლებს: ენაგეთი და შავსაყდარი.
სოფელი | |
---|---|
ასურეთი | |
გერმანული ეკლესია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ასურეთი |
კოორდინატები | 41°35′26″ ჩ. გ. 44°40′15″ ა. გ. / 41.59056° ჩ. გ. 44.67083° ა. გ. |
ადრეული სახელები | ელიზაბეტალი |
ცენტრის სიმაღლე | 729 მ |
მოსახლეობა | 978[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97 % სომხები 1,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ასურეთი ძველი ქართული სოფელია, რომელიც XVIII საუკუნეში გაუკაცრიელდა მტრის შემოსევების გამო. ცარისტულმა რუსეთმა XIX საუკუნის 20–იან წლებში ჩამოასახლა გერმანელი კოლონისტები და შექმნა გერმანული კოლონია, სახელად ელიზაბეტალი, როგორც საკუთარი პოლიტიკის ერთგვარი დასაყრდენი. ელიზაბეტალი სოფელს ერქვა XX საუკუნის 10–იან წლებამდე, შემდეგ დაუბრუნდა ძირძველი სახელი — ასურეთი. სოფლისთვის დამახასიათებელია გერმანული არქიტექტურა. შემორჩენილია ძველი გერმანული ეკლესია, რომელიც აშენებულია 1871 წელს. აქ გერმანული დასახლება არსებობდა 1941 წლამდე, ვიდრე ი. ბ. სტალინის ბრძანებით გაასახლებდნენ მათ საქართველოდან. აქვეა გერმანელების სასაფლაოც. 1941 წელს ასურეთში ჩამოასახლეს ამბროლაურისა და ონის რაიონის მოსახლეობის ნაწილი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 978 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1836 | 434 | ||
2002[3] | 1 237 | 583 | 654 |
2014[1] | 978 | 485 | 493 |
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
გერმანელების ეკლესია, აშენებული 1871 წელს
ცანგალას ფოტო -
გერმანული არქიტექტურა
ცანგალას ფოტო -
გერმანელების სასაფლაო
ცანგალას ფოტო -
დაფა სასაფლაოს შესასვლელში
ცანგალას ფოტო
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II