თეთრიწყარო (ყოფილი აღბულაღი, გადაერქვა 1940 წლის 9 ოქტომბერს) — ქალაქი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1940 წლამდე აღბულაღი ერქვა. მდებარეობს გომერის ქედის კალთაზე, მდინარე ჭივჭავის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე.

ქალაქი
თეთრიწყარო
St Nicholas Church, Tetri Tskaro 1.jpg
წმ. ნიკოლოზის ეკლესია (XIX ს.)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყარო
კოორდინატები 41°33′00″ ჩ. გ. 44°28′00″ ა. გ. / 41.55000° ჩ. გ. 44.46667° ა. გ. / 41.55000; 44.46667
ადრეული სახელები გარისი, აღბულაღი, ბელი-კლიუჩი
ამჟამინდელი სტატუსი 1966
ცენტრის სიმაღლე 1180
მოსახლეობა 3093[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 64 %, სომხები 26 %, რუსები 4 %, აზერბაიჯანელები 4 %, ბერძნები 2 %, ოსები 1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 359[2]
საფოსტო ინდექსი 2300[3]
თეთრიწყარო — საქართველო
თეთრიწყარო
თეთრიწყარო — ქვემო ქართლი
თეთრიწყარო

ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.

თეთრიწყაროს ადგილზე მდებარეობდა ისტორიული სოფელი გარისი, შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსი პირღებული, რომლის ეკლესიაც XII საუკუნეშია აგებული. ქალაქის სიახლოვეს არის თეთრი წყაროს ნასოფლარი, სამშვილდის ნაქალაქარი.

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3093 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 8642 -- --
2002[4]   4041 -- --
2014[1]   3093 1433 1660

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.