გომერის ქედი
გომერის ქედი — ქედი ქვემო ქართლში, მდინარეების ალგეთისა (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) და ჭივჭავას (ხრამის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფი, გამოეყოფა ბედენის ქედს სამხრ. მიმართულებით. აგებულია ცარცული ვულკანოგენური ფაციესის კირქვებით, მერგელებით, იშვიათად — სხვადა სხვა შედგენილობის ვულკანოგენური ქანებით. ჩრდილოეთ ნაწილში ქედის კალთები საკმაოდ დახრილი და დასერილია. ქედის სიმაღლე ზ. დ. 1800 მ აღწევს, სამხრეთ-აღმოსავლეთით თანდათან დაბლდება (მთები გომერი – ზ. დ. 1458 მ და სამება – ზ. დ. 1199 მ ). დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყით.
ლიტერატურარედაქტირება
- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 92.