გომერის მთა
მთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
გომერი — მთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ალგეთისა და ხრამის წყალგამყოფ ბედენის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტოტზე — გომერის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1457 მ. აგებულია ზედაცარცული კირქვებით. სამხრეთ კალთაზე, სოფელ ვარხუნოსთან, არის დოლერიტული ლავის ტერასა. გომერის კალთაზე გაბატონებულია ფოთლოვანი ტყე.
გომერის მთა | |
---|---|
კოორდინატები: 41°33′34″ ჩ. გ. 44°26′56″ ა. გ. / 41.55944° ჩ. გ. 44.44889° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1457 მ |
ქედი | გომერის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 214.