ალგეთი
ალგეთი[1] — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 763 კმ². სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის კლდეების მახლობლად, ზღვის დონიდან 1900 მ. ზემოწელში მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ღრმა, ტყიან, ხოლო სოფელ ტბისიდან — ვიწრო, კლდოვან ხეობაში, მარნეულთან კი გამოდის ვაკეზე, მდინარე მტკვარს ერთვის მარჯვნიდან, სოფელ ქესალოს მახლობლად. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წლიური ჩამონადენის დაახლოებით 45 %-ს შეადგენს წვიმის, 25 %-ს — თოვლის, 30 %-ს მიწისქვეშა წყალი. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წლის სხვა დროს წყალმცირეა. ჩამონადენის მინიმუმი ოქტომბერშია. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის თითქმის 48,1 % ზაფხულზე — 32,4 %, ზამთარში — 11,6 %, შემოდგომაზე — 7,9 %.
ალგეთი | |
---|---|
მდინარე ალგეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ქვემო ქართლის მხარე |
სათავე |
თრიალეთის ქედი 41°44′15″ ჩ. გ. 44°12′18″ ა. გ. / 41.737611° ჩ. გ. 44.205028° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1900 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°23′01″ ჩ. გ. 45°03′01″ ა. გ. / 41.383722° ჩ. გ. 45.050389° ა. გ. |
სიგრძე | 108 კმ |
აუზის ფართობი | 763 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ალგეთი ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ილია აფხაზავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 95.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 17.