დიაბაზი (ფრანგ. diabase) — ფუძე შედგენილობის სრულკრისტალური პალეოტიპური მაგმური ქანი. სტრუქტურა დიაბაზური (ოფიტური) აქვს. ქიმიური და მინერალური შედგენილობით ბაზალტის მსგავსია. შედგება ფუძე პლაგიოკლაზისა და ავგიტისაგან, ღარიბია SiO2-ით (45-52 %). აქვს შავი ან მომწვანო შავი ფერი. დიაბაზის შემადგენელი მინერალები გაამფიბოლებული, გაქლორიტებული და გასოსიურიტებულია. გამოყოფენ ოლივინიან და პირველადი ყავისფერი რქატყუარის შემცველ დიაბაზებს. დიაბაზი უმთავრესად ქმნის დაიკებს, შრეძარღვებსა და განფენებს.

დიაბაზი
დიაბაზი
ცნობები
ტიპი მაგმური ქანი
შედგენილობა პლაგიოკლაზი
ავგიტი
შეფერილობა შავი ან მომწვანო შავი
გამოიყენება მშენებლობაში

დიაბაზის ანალოგიური კაინოტიპური ქანია დოლერიტი. დიაბაზი ფართოდაა გავრცელებული კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ხოლო დოლერიტი სამხრეთ საქართველოში.

გვხვდება ასევე კარელიაში, ყირიმში, ციმბირში, გერმანიაში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთში, სკანდინავიაში, საფრანგეთში, აშშ-ში და სხვა. დიაბაზებს იყენებენ საავტომობილო და სარკინიგზო მშენებლობასა და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება