პლაგიოკლაზები
პლაგიოკლაზები (ბერძნ. plágios — ირიბი და klásis – მტვრევა, გაპობა) — სილიკატების კლასის მინდვრის შპატების ჯგუფში შემავალი მინერალები. ქიმიური შედგენილობის მხრივ, პლაგიოკლაზები წარმოადგენს ნატრიუმ-კალციუმიანი ალუმინისილიკატების — ალბიტისა და ანორთიტის უწყვეტ იზომორფულ რიგს. პლაგიოკლაზები კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. კრისტალები, ჩვეულებრივ, წარმოქმნის რთულ მრჩობლებს. ახასიათებს ტკეჩადობა ორი მიმართულებით. თეთრი და მონაცისფროა. ლაბრადორსა და ოლიგოკლაზს ახასიათებს ირიზაცია. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6-6,5; სიმკვრივე 2620-2760 კგ/მ³. პლაგიოკლაზები მაგმური ქანების ძირითადი ქანთმაშენი მინერალები, გვხვდება აგრეთვე მეტამორფულ ქანებში და ჰიდროთერმულ ძარღვებში. ჰიდროთერმული ხსნარების ზემოქმედებით და აგრეთვე გამოფიტვის შედეგად გადადის ჰიდროქარსებში, ეპიდოტის ჯგუფისა და თიხის მინერალებში. ირიზაციის მქონე ოლიგოკლაზი — მთვარის ქვა და ლაბრადორი სანახელავო ქვაა.
პლაგიოკლაზები | |
---|---|
იდენტიფიკაცია | |
ფერი | თეთრი და მონაცისფრო |
კრისტალის სინგონია | ტრიკლინური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 6-6,5 |
სიმკვრივე | 2620-2760 კგ/მ³. კგ/მ³ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 90.