რქატყუარა (გერმ. Hornblende) — სილიკატების კლასის ამფიბოლების ჯგუფის მინერალი. ერთ-ერთი გავრცელებული ქანთმაშენი მინერალია. მაგმური ხასიათისაა. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. ქიმიური ფორმულა: Ca2(Mg,Fe,Al)5(Al,Si)8O22(OH)2. ჩვეულებრივი რქატყუარა წარმოადგენს კალცმიუმის, მაგნიუმისა და რკინის რთულ ალუმინსილიკატს. წარმოშობს მოშავო ფერის კრისტალებს, მუქ მწვანე ფერის მარცვლოვან აგრეგატებს. რქატყუარა ქმნის მრავალ მაგმურ და მეტამოფრულ ქანებს. გამოფტივის შედეგად გარდაიქმნება თიხოვან მინერალებად, ლიმონიტად და კარბონატებად. რქატყუარა ფართოდ არის გავრცელებული. მეტად ცნობილია ნორვეგიაში, ჩეხეთსა და იტალიაში.

რქატყუარა
საერთო
კატეგორიაამფიბოლების კლასის მინერალი
ქიმიური ფორმულაCa2(Mg, Fe, Al)5 (Al, Si)8O22(OH)2
იდენტიფიკაცია
ფერიმოშავო ან მუქი მომწვანო
კრისტალის სინგონიამონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით5-6
სიმკვრივე3,0-3,4 კგ/მ³

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება