ბედენის ქედი
ქედი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში
ბედენის ქედი — ქედი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარეების ალგეთისა და ხრამის წყალგამყოფს. უმაღლესი ადგილია ბედენის მთა (1875 მ). ქედზე გადადის სამანქანო გზა თბილისი-თეთრიწყარო-წალკა. ბედენის ქედი აგებულია ხარხული ვულკანოგენური ნალექებით, ნეოგენური და მეოთხეული ლავებით. აქვს სამხრეთი განშტოება, სადაც იაილოს მთაა. კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზოგან — ფიჭვნარით, თხემზე მეორეული მდელოებია.
ბედენის ქედი | |
---|---|
ბედენის ქედი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ხედი ჩრდილოეთიდან), ცენტრიდან მარჯვნივ ჩანს ბედენის მთა | |
კოორდინატები: 41°37′48″ ჩ. გ. 44°19′53″ ა. გ. / 41.630083° ჩ. გ. 44.331389° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ბედენი |
სიმაღლე | 1875 მ |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 388.