წალკა
წალკა — ქალაქი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. წალკის თემის ცენტრი (სოფ. ტბეთი). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. წალკაში არის აგარაკ-წალკის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
წალკა | |||||
ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია წალკაში | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | ქვემო ქართლის მხარე | ||||
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 41°35′52″ ჩ. გ. 44°05′34″ ა. გ. / 41.59778° ჩ. გ. 44.09278° ა. გ. | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1984 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1482 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 3136[1] კაცი (2021) | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 82 % ბერძნები 14 % აზერბაიჯანელები 2 % სომხები 1 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 363[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 5300[3] | ||||
ოფიციალური საიტი | https://tsalka.gov.ge/ | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს წალკის ქვაბულში, წალკის წყალსაცავისა და მდინარე ხრამის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1482 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 120 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირებაწალკა მდებარეობს ისტორიული თრიალეთის ტერიტორიაზე. მისი ძველი სახელია ეძანი. ადრე აქ იდგა 6 ეკლესია, რომელთაგან აღსანიშნავია ეძანის VI საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა, რომლის შუა ეკლესიის აღმოსავლეთ სარკმლის ქვეშ მოთავსებული იყო სტელის სახის რელიეფი და ექვსსტრიქონიანი წარწერა. მეორე ეკლესია X საუკუნისაა. აქ უნდა ყოფილიყო წალკის საეპისკოპოსოს საკათედრო გუმბათოვანი ტაძარი. X-XV საუკუნეებში წალკა თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აქ იჯდა ეპისკოპოსი წალკელი.
XIX საუკუნის II ნახევარში წალკაში დასახლდნენ ბერძნები. მათ დაშალეს და სამშენებლოდ გამოიყენეს ძველი ეკლესიები. ამავე დროს დაიკარგა წალკის ეკლესიის წარწერა. 1932 წლამდე დასახლებას ეწოდებოდა ბარმაქსიზი. 1932 წელს ეწოდა წალკა.
1946 წელს ისტორიული წალკა დაფარა წალკის წყალსაცავმა. საბჭოთა პერიოდში წალკის საქალაქო საბჭოს ეკუთვნოდა სოფლები ახალიკი, შიპიაკი, ქვემო ხარაბა, ჩაპაევკა. მოქმედებდა მეთესლეობის მეურნეობა, განვითარებული იყო მეკარტოფილეობა და მესაქონლეობა. მოქმედებდა ყველ-კარაქის და სამკერვალო ქარხნები. ქალაქად გამოცხადდა 1984 წელს.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1939 [1] | 4875 | ||
1959 [1] | 7065 | ||
1970 [1] | 5819 | ||
1979 [1] | 6245 | ||
1989 [1] | 8043 | ||
2002[1] | 1741 | ||
2014[1] | 2326 | ||
2021[1] | 3136 |
იხილეთ გარეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 287.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“