კოხტა (წალკის მუნიციპალიტეტი)
კოხტა (2010 წლის 20 ნოემბრამდე — „ახალიკი“[2][3], აბანო[4]) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის წალკის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები კოხტა, ჩრდილისუბანი, ხარება).[5] წალკიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
კოხტა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
თემი | კოხტა |
კოორდინატები | 41°35′54″ ჩ. გ. 44°08′34″ ა. გ. / 41.59833° ჩ. გ. 44.14278° ა. გ. |
მოსახლეობა | 228[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 73 % აზერბაიჯანელები 15 % ბერძნები 9 % |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. შემოსილია თლილი ქვის დიდი კვადრებით. აქვს სამი სარკმელი აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთი სარკმელი კვეთილი ნახევრად წრიული სათაურითაა შემკული. აღმოსავლეთ სარკმლის თავზე ამოკვეთილია ოთხკუთხედში ჩასმული ჯვარი. ეკლესია განაახლეს ჩამოსახლებულმა ბერძნებმა XIX საუკუნის 30-იან წლებში, რის შედეგადაც დაიკარგა ქართული წარწერები, დარჩა მხოლოდ ცალკეული ასოები. ჩრდილოეთ კედელში, აღდგენის დროს, საფლავის ქვებიც გამოუყენებიათ. ეკლესიაში ხის კანკელია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 228 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014[1] | 228 | 119 | 109 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ საქართველოოს პრეზიდენტის ბრძანებულება N947, 2010 წლის 20 ნოემბერი
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.