სამება (მთა)
მთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში
სამება — მთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ალგეთისა და ხრამის წყალგამყოფ ბედენის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტოტზე — გომერის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1205 მ. აგებულია დიაბაზული ლავებით. სამების კალთები შემოსილია ჯაგრცხილნარ-მუხნარით.
სამება | |
---|---|
კოორდინატები: 41°34′00″ ჩ. გ. 44°31′07″ ა. გ. / 41.56667° ჩ. გ. 44.51861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1205 მ |
ქედი | გომერის ქედი |
ამგებელი ქანები | დიაბაზული ლავა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 711.