33 ტომას სტრიტი (33 Thomas Street, ყოფილი AT&T Long Lines Building) — ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ტომას სტრიტის 33-ში მდებარე 167.5 მ სიმაღლის ცათამბჯენია. შენობა ჩარჩ სტრიტის აღმოსავლეთ მხარეს, ტომასისა და უორზის ქუჩებს შორის დგას, სივიკ ცენტრის უბანში. შენობა ბრუტალისტური არქიტექტურული სტილის უკიდურესი ნიმუშია, უფანჯროდ და ბრტყელი ბეტონის ფილების ფასადით.

33 ტომას სტრიტის ცათამბჯენი

შენობა სატელეფონო კომუნიკაციების ან საკაბელო ცენტრია, რომელშიც სამი უმთავრესი 4ESS გადამრთველი საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირებისთვის გამოიყენება. მათგან ორს კომპანია AT&T ფლობს, ერთს კი — Verizon. ის ასევე შეიცავს რამდენიმე მცირე კვანძს ადგილობრივი სატელეფონო სამსახურებისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება