ჩერაპუნჯი (დევანაგირი: मेघालय; Meghalaya) — მცირე ქალაქი ინდოეთის შტატ მეგჰალაიაში. მოსახლეობა — 10086 ადამიანი (2001), რომელთა უმრავლესობა კჰასია. ქალაქი მდებარეობს შილონგის პლატოზე, ბანგლადეშის საზღვართან სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1313 მ-ზე.

რეკორდის აღმნიშველი წარწერა

ჩერაპუნჯი ერთ-ერთი ყველაზე წვიმიანი ადგილია დედამიწაზე (11777 მმ ნალექი წელიწადში). ამასთან აქ დაფიქსირებული რეკორდები:

  • წელიწადში ნალექების უდიდესი რაოდენობა (22987 მმ, 1860 წლის 1 აგვისტო - 1861 წლის 31 ივლისამდე);
  • თვეში მოსული ნალექების უდიდესი რაოდენობა (9300 მმ, 1861 წლის ივლისი).

ჩერაპუნჯიში მშრალი გრილი სეზონი ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება. საშუალო თვიური ტემპერატურაა +11,5°С იანვარში და +20,6°C აგვისტოში, საშუალო წლიური — +17,3°C.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება