ფუღუ (ლათ. Suncus etruscus) — ძუძუმწოვარი ცხოველი მწერიჭამიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 45 მმ, კუდისა — 31 მმ, მასა — 1,5 გ აღწევს. ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე მომცროა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ თბილისის მიდამოებში. როგორც უნიკალური და მცირე არეალის მქონე სახეობა, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. იკვებება მწერებით. ფუღუს ბიოლოგია ჯერჯერობით არ არის შესწავლილი.

ფუღუ
Suncus etruscus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Suncus etruscus
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 29671

ლიტერატურარედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფუღუ&oldid=3989263“-დან