ბენიტო ხუარესი
ბენიტო ხუარესი (ესპ. Benito Pablo Juárez García, დ. 21 მარტი, 1806, სან-პაბლო-გელატაო, მექსიკა — გ. 18 ივლისი, 1872, მეხიკო, მექსიკა) — მექსიკელი პოლიტიკური მოღვაწე. მექსიკის პრეზიდენტი და ეროვნული გმირი.
ბენიტო ხუარესი | |
მექსიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 იანვარი 1858 – 18 ივლისი 1872 | |
წინამორბედი | იგნასიო კომონფორტი |
მემკვიდრე | სებასტიან ლერდო დე ტეხადა |
დაბადებული | 21 მარტი 1806 სან-პაბლო-გელატაო, მექსიკა |
გარდაცვლილი | 18 ივლისი 1872 მეხიკო, მექსიკა |
პოლიტიკური პარტია | კოსერვატიული |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ღარიბი ინდიელი საპოტეკების ოჯახში. სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ დაამთავრა მეცნიერებისა და ხელოვნების ინსტიტუტი ადვოკატის წოდებით.
1847-1852 წწ. იყო მშობლიური შტატის ოახაკის გუბერნატორი. 1846-1847 წწ. იღებდა აქტიურ მონაწილეობას ამერიკელების წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკა-მექსიკის ომის პერიოდში.
1853 წელს ანტონიო ლოპეს დე სანტა-ანას დიქტატურის დამყარების შემდეგ დაიკავა ანტისამთავრობო პოზიცია, იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და წასულიყო აშშ-ში.
1854 წელს ბურჟუაზიული რევოლუციის დასაწყისშივე დაბრუნდა მექსიკაში, ხოლო 1855 წელს სანტა-ანას დამხობის შემდეგ იგი შევიდა ახალი მთავრობის შემადგენლობაში და დაიკავა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა.
1857 წელს აქტიურად მონაწილეობდა მექსიკის კონსტიტუციის მიღებაში. 1858-1872 წწ. მექსიკის პრეზიდენტია.
1872 წელს ანტისამთავრობო ამბოხების ჩახშობის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტევით.
საინტერესო ამბები
რედაქტირება- ბენიტო ხუარესი ითვლება მსოფლიო სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ყველაზე ტანმორჩილად მისი სიმაღლე იყო 135 სმ[1].
- ბენიტო ხუარესის პატივსაცემად სახელი დაარქვეს ბენიტო მუსოლინის[2].
- იგი ერთადერთი პრეზიდენტია მექსიკის ისტორიის იმ პერიოდში, რომელიც არ იყო სამხედრო.
- მეხიკოს საერთაშორისო აეროპორტს 2006 წელს ოფიციალურად უწოდეს ბენიტო ხუარესი.
კინემატოგრაფიაში
რედაქტირება1939 წელს აშშ-ში გამოვიდა ფილმი ხუარესი, სადაც მთავარ როლს თამაშობდა პოლ მუნი.