ოახაკის შტატი

(გადამისამართდა გვერდიდან ოახაკა (შტატი))

ოახაკა — შტატი მექსიკაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ტეუანტეპეკის ყელზე. მისი მოსაზღვრე შტატებია: დასავლეთით – გერერო, ჩრდილო-დასავლეთით – პუებლა, ჩრდილოეთით – ვერაკრუსი, აღმოსავლეთით – ჩიაპასი. სამხრეთით კი შტატს ესაზღვრება წყნარი ოკეანე.

ოახაკა
Estado Libre y Soberano
de Oaxaca
დროშა
გერბი
ოახაკა, რუკა
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
დედაქალაქი: ოახაკა
მუნიციპალიტეტი 570
შექმნის თარიღი 21 დეკემბერი 1823
გუბერნატორი ულისეს რუის ორტისი
ფართობი 93 952 კმ²
მოსახლეობა (2005) 3 506 821
დროის სარტყელი CST (UTC-6)

ოახაკას ტერიტორიაზე სახლობდნენ საპოტეკის და მიქსტეკის ხალხები. დღეისათვის, ამ შტატის ტერიტორიაზე ცხოვრობს ყველაზე მეტი ადგილობრივთა ენაზე მოპალარაკე ხალხი, ვიდრე მექსიკის სხვა შტატების ტერიტორიაზე.

ფართობის მხრივ, ოახაკა მექსიკის ხუთი ყველაზე დიდი შტატის სიაში შედის (95,364 კვ.კმ)

შტატის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ოახაკა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: