ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი


ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი (აზერ. Bibiheybət məscidi) — შიიტური მეჩეთი ბაქოში, მდებარეობს ბაქოს ყურეს სანაპიროზე, აზერბაიჯანში. თავდაპირველად აგებულია XIII ს-ში შირვანშაჰ აბუ-ლ-ფათხ ფარუხზადის მიერ[1], რომელმაც იარსება 1936 წლამდე ვიდრე ბოლშევიკები დაანგრევდნენ. ამჟამინდელი შენობა, განახლებული მეჩეთი, აგებულია 1990-იან წლებში.

ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი

ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი, 2008
Map
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა ისლამი
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
პროვინცია ბაქო
სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მეჩეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი მაჰმუდ იბნ საადი
ხუროთმოძღვრული სტილი შირვანის არქიტექტურული სკოლა
ფასადის მიმართულება სამხრეთი (მექა)
თარიღდება 1281-1282, ხელმეორედ 1997
დეტალები
გუმბათის რაოდენობა 3
მინარეთი რაოდენობა 2
ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი ვიკისაწყობში

ბიბი-ჰეიბათის კომპლექსი, რომელშიც მეჩეთის გარდა განსასვენებელები და საფლავები შედიან (მათ შორის უკეიმი ხანუმის საფლავი, წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავალი), როგორც განადგურებამდე, ისე ამჟამადაც წარმოადგენს აღმოსავლეთის მუსლიმების სასულიერო ცენტრს და აზერბაიჯანის ისლამური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ღისშესანიშნავ ძეგლს. მეჩეთი თავის დროზე მოინახულეს აბბასკული-აღა ბაკიხანოვმა, ალექსანდრე დიუმამ და ხურშიდბანუ ნატავანმა.

ადგილობრივები ძველად „ფატიმას მეჩეთს“ ეძახდნენ. ამავე სახელით აღწერს ალექსანდრე დიუმა მეჩეთს, რომელიც მე-19 საუკუნის 40-იან წლებში მოინახულა.