ჩაღმა
ჩაღმა — ისტორიული თემი თუშეთში. მოიცავს გომეწრისა და პირიქითი ალაზნის ქვემო დინების მაღალ პლატოს და ჭანჭახოვანის ხევს. ჩაღმაში შემავალი სოფლებია: ომალო, შენაქო, დიკლო, ჩიღო, ხისო და სხვა. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ჩაღმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა. ჩაღმას ცალკე კუთხეა ჭანჭახოვანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 87.