ჭანჭახოვანი
ჭანჭახოვანი — ხეობა თუშეთის ერთ-ერთი ისტორიული თემის, ჩაღმას ტერიტორიაზე. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თავსდება კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს სოფლებს: ხახაბო, ხისო, შტროლთა, ჩიგლაურთა, ჟველურთა, ცოკალთა, ნაციხარი. ლიტერატურაში მოხსენიებულია ასევე, როგორც თუშეთის ცალკე თემი.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 383.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 268 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0