ჩრდილოეთის დონეცი

(გადამისამართდა გვერდიდან სევერსკი დონეცი)

ჩრდილოეთის დონეცი (უკრ. Сі́верський Доне́ць; რუს. Северский Донец; ტანაიდი, ტანაისი, დიდი დონი) — მდინარე რუსეთის ფედერაციაში და უკრაინაში, მდინარე დონის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1053 კმ. აუზის ფართობი 98,9 ათ. კმ2. ზემოთში გადაკეტილია კაშხალებით. მდინარეზე არის წყალსატევები და წყალსაცავები. შესართავთან იტოტება. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის თებერვალ-მაისში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 119 კმ-ზე 159 მ3/წმ. იყინება დეკემბერ-იანვარში. ყინულძვრაა თებერვალ-აპრილში. სანაოსნოა 222 კმ. ქალაქ დონეცკამდე. შესართავთან არის ნავსადგური უსტ-დონეცკი. მდინარის ნაპირებზეა რუსეთის ქალაქები:ბელგოროდი, დონეცკი, კამენსკ-შახტინსკი. უკრაინის ქალაქები: რუბიჟნე, იზიუმი, ჩუჰუივი, ლისიჩანსკი, ლუჰანსკი.

ჩრდილოეთის დონეცი

ჩრდ. დონეცი და სვიატოგორსკის ლავრა
ქვეყანა რუსეთი, უკრაინა
ქალაქები ბელგოროდი, დონეცკი, ლუჰანსკი
სიგრძე 1053 კმ
აუზის ფართობი 98,9 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ჩრდილოეთის დონეცი ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება