ლისიჩანსკი
ლისიჩანსკი (უკრ. Лисичанськ) — ქალაქი უკრაინაში, ლუჰანსკის ოლქში, მდინარე ჩრდილოეთ დონეცკის ნაპირზე. 2012 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობამ 105,119 კაცს შეადგინა. ლისიჩანსკი დონბასის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული ცენტრია. იღებენ ქვანახშირს. ქალაქის ფართობი 95,64 კმ²-ს შეადგენს. ლისიჩანსკი დაარსდა 1710 წელს, სწორედ, ისტორიული ცნობებიდან აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქი პირველად ამავე წელს იხსენიება.[1]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლისიჩანსკი Лисичанськ | |||||
ქალაქის მთავარი ქუჩა | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
ოლქი | ლუჰანსკის ოლქი | ||||
კოორდინატები | 48°55′01″ ჩ. გ. 38°25′50″ ა. გ. / 48.91694° ჩ. გ. 38.43056° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1710 | ||||
პირველი ხსენება | 1710 | ||||
ფართობი | 95,64 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 217 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 105,119 კაცი (2012) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | უკრაინელები, რუსები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +38(06451) | ||||
საფოსტო ინდექსი | 93100 — 93199 | ||||
ოფიციალური საიტი | lis.gov.ua | ||||