კამენსკ-შახტინსკი
კამენსკ-შახტინსკი (რუს. Каменск-Шахтинский) — საოლქო დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. დაარსდა 1671 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1927 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 90 307 კაცს. ქალაქის დღეს აღნიშნავენ ყოველი წლის სექტემბრის მეორე შაბათს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კამენსკ-შახტინსკი Каменск-Шахтинский | |||||
კამენს-შახტინსკის რკინიგზის სადგური | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | როსტოვის ოლქი | ||||
კოორდინატები | 48°19′00″ ჩ. გ. 40°16′00″ ა. გ. / 48.31667° ჩ. გ. 40.26667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1671 | ||||
ადრეული სახელები | 1927 წლამდე - კამენსკაია, 1929 წლამდე - კამენსკი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1927 | ||||
ფართობი | 160 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 60 მ | ||||
მოსახლეობა | 90 307 კაცი (2016) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 86365 | ||||
საფოსტო ინდექსი | 347800 | ||||
ოფიციალური საიტი | kamensk.donland.ru | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებაკამენსკ-შახტინსკი მდებარეობს დონეცის ჭიუხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე, მდინარე ჩრდილოეთის დონეცის (დონის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე.
საავტომობილო გზებით ქალაქი დაშორებულია:
- დონის როსტოვიდან — 142 კმ.
- ვორონეჟიდან — 400 კმ.
- კრასნოდარიდან — 414 კმ.
- მოსკოვიდან — 932 კმ.
მანძილი ქალაქ მოსკოვიდან რკინიგზის სადგურ კამენსკაიამდე რკინიგზის ხაზით შეადგენს — 1036 კმ-ს, ხოლო დონის როსტოვამდე — 190 კმ-ს.
ქუჩები
რედაქტირებაქალაქის ორი მთავარი ქუჩა მდებარეობს ერთმანეთის პერპენდიკულარულად და ორიენტირებულია სინათლის მხარეზე:
- კარლ მარქსის პროსპექტი (ყოფილი დონის პროსპექტი) — სიგრძე 2,3 კმ. გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. იწყება ჩრდილოეთის დონეცის სანაპიროდან. აქ განთავსებულია კულტურული დაწესებულებები, მაღაზიები და ოფისები, რესტორანი და სხვა.
- ლენინის ქუჩა გადაჭიმულია ჩრდილო-ადსავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. იწყება რკინიგზის სადგურიდან და გრძელდება ჩრდილოეთის დონეცამდე. ამ ქუჩაზე მდებარეობს ძირითადი სახელმწიფო დაწესებულებები: ქალაქის ადმინისტრაცია, პოლიცია, ფედერალური საემიგრაციო სამსახურის განყოფილება, საგადასახადო ინსპექცია.
- ვოროშილოვის ქუჩა არის მთავარი მაგისტრალი, რომელიც აკავშირებს ქალაქის ორ მიკრორაიონს, სოცგოროდსა და ოქტომბრის 60 წლისთავის რაიონს. ქუჩაზე განთავსებულია მაღაზიები, კაფეები, ცენტრალური ბაზარი „როსტელეკომისა“ და „რუსეთის ფოსტის“ ოფისები.
ისტორია
რედაქტირება1671-1929 წწ.
რედაქტირებაქალაქი ცნობილია 1671 წლიდან, როგორც კაზაკთა დასახლება, თავდაპირველად მდებარეობდა მდინარე მალაია-კამენკის ნაპირზე, შემდეგ გადასახლდნენ მდინარე გლუბოკოის შესართავთან, ხოლო შემდეგ დიდი ხნის მანძილზე მდებარობდა მდინარე ჩრიდლოეთის დონეცის ნაპირზე, თანამედროვე ხუტორ სტარია-სტანიცის ადგილას[1].
გაზაფხულის წყალდიდობის დროს სტანიცა იტბორებოდა ხოლმე, ამის გამო 1805 წელს სტანიცის მოსახლეობამ თხოვნა გაგზავნა მმართველობაში, რათა გადაესახლებინათ მდინარე დონეცის მარჯვენა შემაღლებულ ნაპირზე[2].
მაგრამ მალევე დაიწყო ომი ნაპოლეონის საფრანგეთთან. ომში მონაწილეობის მისაღებად გაემართნენ დონელთა დანაყოფები ატამან მატვეი პლატოვის მეთაურობით. ამ პოლკებში მრავალი კამენსკელიც მონაწილეობდა. მხოლოდ 1817 წელს მიიღეს მთავრობისგან ნებართვა გადასულიყვნენ დონეცის მარჯვენა ნაპირზე. კამენსკი გააშენეს სწორკუთხა დაგეგმარების საფუძველზე, გენერალური გეგმის ავტორი იყო არქიტექტორი ფრანც დე ვოლანი, რომელიც ასევე იყო დონის მხარის პირველი დედაქალაქის ნოვოჩერკასკის არქიტექტორი[2]. ახალი სტანიცის მთავარ ქუჩას ეწოდა დონეცის პროსპექტი. XX საუკუნის დასაწყისში კამენსკი იყო დონის მხარის ყველაზე დიდი დასახლება. რკინიგზის ხაზის გაყვანის შემდეგ გაიზარდა მისი, როგორც სავაჭრო დასახლების დანიშნულება[2].
1920-1924 წლებში სტანიცა შედიოდა უკრაინის სსრ-ის დონეცკის გუბერნიის შემადგენლობაში. 1924 წელს შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის მხარე, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა შახტინსკის ოკრუგი კამენსკის რაიონისა და მისი ცენტრის კამენსკის ჩათვლით.
1927 წლის 28 მარტს სტანიცამ მიიღო ქალაქის სტატუსი და ეწოდა კამენსკი. 1929 წლიდან კი ოფიციალურად ეწოდება კანმენსკ-შახტინსკი.
1941-1980 წწ.
რედაქტირებადიდი სამამულო ომის პერიოდში კამენსკი გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული 1942 წლის 18 ივლისიდან[3][4] 1943 წლის 13 თებერვლამდე. კამენსკ-შახტინსკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ ახალგაზრდა გვარდიის შემადგენლობაში. 1943 წლის 13 თებერვლის რამეს 1116-ე მსროლელმა პოლკმა, მაიორ ა. გურსკოის ხელმძღვანელობით გამოაცხადა ბრძოლა ქალაქში. მესამე რაიხის ფაშისტებისაგან ქალაქი გაათავისუფლა მეხუთე სატანკო არმიამ ვოროშილოვგრადის ოპერაციის ფარგლებში[3][5].
1967 წლის 2 ნოემბერს ქალაქის ცენტრალურ კარლ მარქსის პროსპექტზე გაიხსნა გმირი პიონერების ძეგლი-სტელა, სადაც ამოკვეთეს განმათავისუფლებელი ომის დროს დაღუპული ყველა პიონერის სახელი და გვარი. 1996 წელს მოხდა ძეგლის რეკონსტრუქცია.
სარკინიგზო კატასტროფა
რედაქტირებაკამენსკ-შახტინსკში 1987 წლის 7 აგვისტოს მოხდა სსრკ-ში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სარკინიგზო კატასტროფა. სამი ლოკომოტივისაგან შემდგარი მატარებელი 140 კმ/სთ სიჩქარით შეეჯახა სარკინიგზო ბაქანზე მდგომ სამგზავრო მატარებელს, მისი ბოლო ორი ვაგონი მთლიანად გაანადგურა. ავარიის დროს დაიღუპა 106 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, რომლებიც მიდიოდნენ დასასვენებლად (დაღუპულთა შორის იყო მსახიობი ტატიანა ლივანოვა შვილთან ერთად), კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს.
კულტურა და განათლება
რედაქტირებაქალაქში მდებარეობს დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი, კონოთეატრი „როდინა“, იური გაგარინის სახელობის კულტურის სახლი, ა. მაიაკოვსკის სახელობის კულტურის სახლი. გორკისა და მაიაკოვსკს სახელობის კულტურისა და დასვენების ორი პარკი.
კამენსკ-შახტინსკის საბიბლიოთეკო ქსელი მოიცავს 5 განყოფილებას (ცენტრალური ბიბლიოთეკა, ცენტრალური საბავშვო ბიბლიოთეკა, ოსტროვსკის სახელობის ბიბლიოთეკა და ქალაქის ორი მიკრორაიონის ბიბლიოთეკა).
მოქმედებს სახალხო თეატრი რომელიც შეიქმნა 1998 წელს.
ქალაქში მდებარეობს 32 სკოლამდელი დაწესებულება, 13 საშუალო სკოლა, ერთი ლიცეუმი და ერთიც გიმნაზია, პროფესიული სასწავლებელი (მათ შორის სამედიცინო და პედაგოგიური კოლეჯები).
რელიგია
რედაქტირებაქალაქში ფუნქციონირებს რამდენიმე მართლმადიდებლური ტაძარი, მათ შორის კამენსკ-შახტინსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (2003), კამენსკ-შახტინსკის სამების ეკლესია (1998) და ყველა წმინდის ეკლესია (2014).
-
ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
-
სამების ეკლესია
-
ყველა წმინდის ეკლესია
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირება- ლენინის ოთხი ძეგლი
- სამოქალაქო ომისა და სამამულო ომის გმირების მემოიალური კომპლექსი
- ბაიკ-ოტელის დაღუპული ბაიკერების ძეგლი (2012)
- იური გაგარინის ბიუსტი, მისივე სახელობის სკვერში (2016)
- ძეგლი ძმათა სასაფლაოზე, ქალაის ძველ სასაფლაოზე (1957)
- 1812 წლის ომში მონაწილე კაზაკების მემორიალური ქვა (2012)
- გმირი პიონერების ძეგლი-სტელა (1967)
- სამების ეკლესია (1998)
- იური გაგარინის სახელობის კულტურის სახლი (1953)
- ატამან პლატოვის ძეგლი.
- კამენსკ-შახტინსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (2003)
- ეკლესიის ძველი შენობა (1915)
- ჯვარი, რომელიც დგას მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის ადგილზე.
- ჯვარი ქრისტეს შობის ყოფიილი ეკლესიის ადგილზე.
- კამენსკის დეკორატიული ხელოვნებისა და ხალხური შემოქმედების მუზეუმი.
- კამენსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ქალაქში ასევე არის ოთხი სახლი, ორთქმავალი და სამოქალაქო ომისა და დიდი სამამულო ომის ძეგლი რომელსაც აქვს რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[6].
ლიტერატურა
რედაქტირება- Краснознамённый Киевский. Очерки истории Краснознамённого Киевского военного округа (1919—1979). Издание второе, исправленное и дополненное. Киев, издательство политической литературы Украины, 1979.
- Военный энциклопедический словарь. Москва, Военное издательство, 1984.
- Справочник «Освобождение городов: Справочник по освобождению городов в период Великой Отечественной войны 1941—1945». М. Л. Дударенко, Ю. Г. Перечнев, В. Т. Елисеев и др. Москва: Воениздат, 1985. 598 с.
- Донецкий, А.М. Каменск – Шахтинский: историко – краеведческий очерк / А.М. Донецкий, А.Г. Лобода. — Ростов н/Д: Кн. изд – во, 1987. – 112 с.
- Донецкий, А.М. Каменск – Шахтинский: историко – краеведческий очерк / А.М. Донецкий, Р.И. Сиваш. – Ростов н/Д: Кн. изд – во, 1976. – 127с.
- Лобода, А.Г. Весь Каменск: энциклопедия / А.Г. Лобода. – Ростов н/Д: Контур, 2005. – 255 с.: ил.
- Лобода. А.Г. Каменск и каменчане: справочник / А.Г. Лобода. – Ростов н/Д: Цветная печать, 1996. – 76 с.
- Шумов, В.В. Каменск на Донце Северском / В.В. Шумов. – Ростов н/Д: Кн. изд – во, 1967. – 82 с.
- Ростовская область. 70 лет созидания. – Ростов н/Д: Мин – во культуры Ростовской области, 2007. – 276с.: ил.
- Чеботарёв, А.Н. Каменск — фронту: хроникально-документальная повесть / Н.А. Чеботарёв. — М.: Либерея, 1996.-168 с.:ил.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Муниципальное образование г. Каменск-Шахтинский დაარქივებული 2011-03-07 საიტზე Wayback Machine.
- История и культура Ростовской области — Каменск-Шахтинский
- Каменск-Шахтинский в энциклопедии «Мой город»
- Почтовые индексы и улицы города დაარქივებული 2017-08-01 საიტზე Wayback Machine.
- Справочник «Освобождение городов: Справочник по освобождению городов в период Великой Отечественной войны 1941—1945» / М. Л. Дударенко, Ю. Г. Перечнев, В. Т. Елисеев и др. М.: Воениздат, 1985.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Каменск-Шахтинский — справочно-информационный портал. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2017-08-14.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Каменск-Шахтинский. Rostov Region. ციტირების თარიღი: 2017-04-12.
- ↑ 3.0 3.1 Справочник «Освобождение городов: Справочник по освобождению городов в период Великой Отечественной войны 1941—1945». М. Л. Дударенко, Ю. Г. Перечнев, В. Т. Елисеев и др. М.: Воениздат, 1985. 598 с.
- ↑ Исаев А. В. От Дубно до Ростова. — М.: АСТ; Транзиткнига, 2004.
- ↑ Сайт РККА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-30. ციტირების თარიღი: 2021-07-11.
- ↑ Перечни объектов культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-11. ციტირების თარიღი: 2017-08-14.