ნოვოჩერკასკი (რუს. Новочеркасск) — ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში.[2] განლაგებულია მაღალ ბორცვზე, მდინარეების ტუზლოვისა და აქსაის მარჯვენა ნაპირებზე. რკინიგზის სადგური. 1944–63 წლებში ნოვოჩერკასკი იყო ნოვოჩერკასკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 169 ათ. ადამიანი (2018 წ.). ქალაქის ფართობი უდრის 128 კმ²-ს. მოქცეულია ზომიერ-კონტინენტურ კლიმატურ ზონაში. ზამთარი, როგორც წესი რბილია. ყველაზე ცივი პერიოდია იანვრის ბოლო და თებერვლის დასაწყისი. ზაფხული ცხელია.[2]

ქალაქი
ნოვოჩერკასკი
რუს. Новочеркасск
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 47°25′20″ ჩ. გ. 40°05′38″ ა. გ. / 47.42222° ჩ. გ. 40.09389° ა. გ. / 47.42222; 40.09389
მმართველი Q109493315?
დაარსდა 1805
ფართობი 128 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 80 მეტრი
მოსახლეობა 163 674 (2021)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 8635
საფოსტო ინდექსი 346400–346499
ოფიციალური საიტი http://www.novochgrad.ru/
ნოვოჩერკასკი — რუსეთი
ნოვოჩერკასკი

ქალაქი დაარსდა 1805 წელს, მას შემდეგ რაც დონის კაზაკების ცენტრი ჩერკასკიდან აქ გადმოიტანეს. 1942 წლის 24 ივლისიდან 1943 წლის 13 თებერვლამდე ოკუპირებული იყო გერმანელ ფაშისტთა ჯარების მიერ. როსტოვის ოლქის დიდი სამრეწველო ცენტრია. განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ელექტროენერგეტიკა, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა და სხვა. ბევრია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ქალაქშია მუზეუმი, თეატრი, კინო და სხვა. 1864 წელს ნოვოჩერკასკთან აღმოაჩინეს განძი (I–II სს.).[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://rosstat.gov.ru/storage/mediabank/tab-5_VPN-2020.xlsx
  2. 2.0 2.1 2.2 В. Ю. Белоусов. Но­во­чер­касск: эн­цик­ло­пе­дия. Но­во­чер­касск, 2005