კამენსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

კამენსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Каменский музей краеведения) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ კამენსკ-შახტინსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1969 წელს.

კამენსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
48°19′15″ ჩ. გ. 40°16′09″ ა. გ. / 48.32083° ჩ. გ. 40.26917° ა. გ. / 48.32083; 40.26917
დაარსდა 1969
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა კამენსკ-შახტინსკი, როსტოვის ოლქი
დირექტორი ირინა იურჩენკო
Map
გარე სურათები
კამენსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: როსტოვის ოლქი, ქალაქი კამენსკ-შახტინსკი, კარლ მარქსის ქუჩა № 56.

კამენსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1969 წელს მეორე მსოფლიო ომისა და შრომის ვეტერანების ინიციატივით. მუზეუმი განთავსებულია ძველ ორსართულიან აგურის შენობაში, რომელსაც ისტორიის ძეგლის სტატუსი აქვს. მუზეუმის ექსპოზიციების ფართობი შეადგენს 290 კვ. მ. მუზეუმში თავმოყრილია 23 200 ისტორიისა და კულტურის საგანი. მუზეუმის ძირითად ფონდში შედის 21 400 ექსპონატი. ეს ექსპონატები წარმოდგენილია მუზეუმის ექსპოზიციაში.

მუზეუმის გამოფენების ძირითადი თემაა ქალაქ კამენსკი-შახტინსკის მრავალსაუკუნოვანი ისტორია.

მუზეუმის ექსპოზიციები დაყოფილია თემებად: „დონის მხარის ბუნება“, „სასარგებლო წიაღისეული“, „ეკოლოგია“, „არქეოლოგია“, „მხარის ისტორია“, „დონის კაზაკობის აღორძინება“. მუზეუმის ექსპოიციებში წარმოდგენილია ქალაქის ისტორიული მასალები მისი შექმნის მომენტიდან 1671 წლიდან. ექსპპოზიციაში „დონის მხარის ბუნება“ შესაძლებელია დონი ტერიტორიაზე მცხოვრები ცხოველების ფიტულების ნახვა.

მუზეუმში იმართება თემატური ექსკურსიები; „დონის კაზაკების წარმოშობის ისტორია“, სტანიცა კამენსკის ჩამოყალიბება და მისი განვითარება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“, „XVIII-XX საუკუნეების ომებში კაზაკების მონაწილეობა“, „კამენსკი და კამენსკელები მეორე მსოფლიო ომის წლებში“, „დონის მხარის ბუნება“, „არქეოლოგია და პალეონტოლოგია“. კითხულობენ ლექციებს თემებზე: „რუსული ხალხური რეწვა“, „დონის მხარის ბუნება“, კამენსკა-შახტინსკის ისტორიის ფურცლები“, „მართლმადიდებლური ეკლესიებისა ა საეკლესიო დღესასწაულების მოკლე ისტორია“ და სხვ.

კამენსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი არაკომერციული ორგანიზაციაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება