კამენსკ-შახტინსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

კამენსკ-შახტინსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ კამენსკ-შახტინსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. ეკლესია აგებულია 2003 წელს.

კამენსკ-შახტინსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
კამენსკ-შახტინსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია — რუსეთი
კამენსკ-შახტინსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კამენსკ-შახტინსკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ამპირის სტილი
თარიღდება 1996-2003
დეტალები
მასალა აგური

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვი ოლქი, ქალაქი კამენსკ-შახტინსკი, ბაშკევიჩის შესახვევი № 85.[1]

ეკლესიის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს 1991 წლის 14 ოქტომბერს, კვართის დღესასწაულზე, ხოლო მისი შენება დაიწყეს 1996 წელს და მიმდინარეობდა ადგილობრივი მოსახლეობის, კაზაკებისა და ქალაქის ორგანიზაციების სახსრებით. ეკლესიის გუმბათი დაამზადეს ვოლგოდონსკში. სამრეკლოზე ექვსი ზარი ჰკიდია, მათგან ხუთი პატარაა, ხოლო დედო-ზარი 350 კილოგრამს იწონის და ერთი მეტრის დიამეტრისაა. ყველა ზარი ჩამოასხეს ვორონეჟში. თუჯის მესრის ფილები დაამზადეს ქიმკომბინატის სარემონტო-მექანიკურ საამქროში.

ეკლესია საზეიმოდ გაიხსნა 2003 წლის 14 ოქტომბერს. ეკლესია აკურთხა წინამძღვარმა მღვდელმა გიორგი ვოლოშჩუკმა. ეკლესიასთან გაიხსნა საკვირაო სკოლა, მოქმედებს სამრევლო ბიბლიოთეკა, საქველმოქმედო სასადილო, რომელიც კვებავს ქალაქის პირველ საავადმყოფოს, საბავშვო სახლს, № 10 საშუალო სკოლას, 398/12 აღმზრდელობით დაწესებულებას, სათნოების სახლს ხუტორ მალაია-კამენკაში, სამხედრო ნაწილებს № 18590 და № 21241. მოქმედებს საეკლესიო ქორო (ხელმძღვანელი ლიუდმილა ვოლოშჩუკი).

საინტერესოა, რომ ეკლესია აგებულია ადგილზე, სადაც 1914 წელს ააგეს ქვის ეკლესია წმინდა პეტრე და პალე მოციქულების სახელზე. იგი არ დასრულებულა და 1921 წელს დაანგრიეს[2], მის საპატვისაცემოდ აღმართულია ჯვარი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება