ირან-პაკისტანის ბარიერი

ირან-პაკისტანის ბარიერი გამყოფი კედელი, რომელსაც ირანი აშენებს პაკისტანთან საზღვრის გასწვრივ. 90 სმ სისქისა და 3 მეტრი სიმაღლის არმირებული ბეტონის კედელი 700 კმ სიგრძის საზღვარს მოიცავს ტაფტანიდან მანდამდე. პროექტი მოიცავს მიწისა და ქვის გამაგრებებსა და ვრცელ თხრილებს. საზღვრის გასწვრივ უკვე აღმართულია პოლიციის სათვალთვალო კოშკები და სამხედრო გარნიზონები. ირანსა და პაკისტანს სასაზღვრო უთანხმოებები არ აქვთ.