სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურალი (მრავალმნიშვნელოვანი).

ურალი (რუს.: Урал, ყაზახ.: Жайық,) — მდინარე რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიაზე. 1775 წლამდე ცნობილი იყო როგორც იაიკი. სათავეს იღებს ურალის მთების სამხრეთში და ჩაედინება კასპიის ზღვაში. მისი სიგრძე 2 428 კმ-ია და სიგრძით მესამე მდინარეა ევროპაში, ვოლგასა და დუნაის შემდეგ. ვოლგასთან ერთად, კასპიის ზღვაში ჩამდინარე ასევე ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა.

ურალი

ურალის აუზი
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი, ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
სათავე ურალის მთები
სიგრძე 2428 კმ
აუზის ფართობი 231 000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ურალი ვიკისაწყობში

ურალზე გადის ევროპისა და აზიის ტრადიციული საზღვარი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება