პანაშვიდი (ბერძნ. pannychis — მწუხარის ლოცვა), საეკლესიო მღვდელთმსახურება, ლოცვა მიცვალებულთათვის, სრულდება მიცვალებულის დაკრძალვამდე და დაკრძალვის შემდეგ მე-9, მე-40 დღეს, აგრეთვე დაბადების და გარდაცვალების წლისთავზე, ანგელოზის დღეს. პანაშვიდი შედგება 90 ფსალმუნისაგან, ძლისპირებისაგან თავიანთი ტროპარებით (საგალობელი მართლმადიდებელ ეკლესიაში).

საეკლესიო პანაშვიდის პარალელურად გავრცელებულია სამოქალაქო პანაშვიდი სამგლოვიარო პროცესიებით, მიტინგით, საპატიო ყარაულით კუბოსთან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 7, გვ. 660, თბ., 1984