კელნის საკათედრო ტაძარი

კელნის საკათედრო ტაძარი (გერმ. Kölner Dom, სრული სახ. Hohe Domkirche St. Peter und Maria) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული მონუმენტია გერმანიაში და კელნის უმთავრეს ღირშესანიშნაობად ითვლება მე-19 საუკუნის ბოლოდან, მისი დასრულების შემდგომი დროიდან მოყოლებული. კათედრალს მართავს რომის კათოლიკური ეკლესია და აქ მდებარეობს კელნის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია. მშენებლობა 1248 წელს დაიწყო და მხოლოდ 1880 წელს დასრულდა.[1] 1880 წელს ტაძრის ქიმების დასრულებიდან, კათედრალი მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა იყო ოთხი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მას სიმაღლეში ვაშინგტონის მონუმენტმა გაუსწრო (ქ. ვაშინგტონში). ის ასევე მსოფლიოს უმაღლესი საცხოვრებლად ვარგისი შენობა იყო პარიზში 1889 წელს ეიფელის კოშკის დასრულებამდე. კელნის კათედრალის დასავლეთის ფასადი უდიდესია სხვა მსგავს ტაძართა შორის და ის დღემდე რჩება სიდიდით მეორე გოთურ ნაგებობად მსოფლიოში. ამ მხრივ მას მხოლოდ ულმის მიუნსტერის კოშკი უსწრებს.

კელნის ტაძარი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 292
ინგლ.რუს.ფრ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება