ვაშინგტონის მონუმენტი

ვაშინგტონის მონუმენტი ინგლ. Washington Monument) — აშშ-ის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონისადმი მიძღვნილი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ობელისკი,[1] რომლის სიმაღლე 169 მეტრია და ნაშენებია მარმარილოსა და გრანიტისგან. მდებარეობს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში.

ვაშინგტონის მონუმენტი
Washington Monument
მდებარეობა ეროვნული ხეივანი, ვაშინგტონი
სიმაღლე 169,046 მ
დაწყების თარიღი 6 დეკემბერი, 1844
დასრულების თარიღი 21 თებერვალი, 1885
მიძღვნილია ჯორჯ ვაშინგტონი

მშენებლობა დაიწყო 1848 წელს. 1854-1877 წლებში სამშენებლო სამუშაოები შეწყვეტილი იყო სახსრების უქონლობის გამო. მონუმენტზე მუშაობა დასრულდა 1884 წელს, ხოლო ოფიციალურად გაიხსნა 1888 წლის 21 თებერვალს[2] და იმ დროში იქცა მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობად, რომელმაც სიმაღლეში გაუსწრო კელნის საკათედრო ტაძარს. მაგრამ ეს ტიტული ჩამოერთვა 1899 წელს, მას შემდეგ რაც აშენდა ეიფელის კოშკი პარიზში, საფრანგეთში.

მონუმენტი 2011 წლის ვირჯიინიის მიწისძვრის[3] და ქარიშხალი აირინის გამოჩენის დროს დაზიანდა. შედეგად დაიწყო მონუმენტის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაიხურა პუბლიკისთვის.[4] 32 თვიანი სამუშაოების შემდეგ, 2014 წლის 12 მაისს მონუმენტი მნახველთათვის კვლავ ხელმისაწვდომი შეიქმნა.[5][6][7]

2016 წლის სექტემბერში მონუმენტი ისევ დაიხურა ლიფტის სისტემის გასაახლებლად.[8] 2016 წლის 2 დეკემბერს, აშშ-ის ნაციონალური პარკების სამსახურის განცხადებით, მონუმენტი 2019 წლამდე დახურული იქნება. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2-დან 3 მილიონამდე აშშ დოლარს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Wunsch, Aaron V. (1994). Historic American Buildings Survey, Washington Monument, HABS DC-428 (text). National Park Service. 
  2. Washington Monument. National Park Service (27 დეკემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი, 2006.
  3. FoxNews.com (23 აგვისტო, 2011). „Disasters Washington Monument Indefinitely Closes After Earthquake Causes Cracks“. Fox News. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. "Washington Monument Remains Closed Indefinitely." ''Associated Press.''. Photoblog.msnbc.msn.com (23 აგვისტო, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი, 2012. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2013.
  5. Washington Monument reopening. National Park Service. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2014.
  6. „Photos From the Top of the Washington Monument Reopening“. I Hit The Button. 13 მაისი, 2014. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. Washington Monument reopens after quake repairs. CNN.com (23 აგვისტო, 2011). ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2014.
  8. Hedgpeth, Dana; Ruane, Michael E. (26 სექტემბერი, 2016). „Washington Monument closed indefinitely over elevator's 'reliability issues'. The Washington Post. ციტირების თარიღი: 26 სექტემბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)