ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები/არქივი 2009
- ...პური ყველაზე გავრცელებული საკვები იყო ყველა სოციალური ფენისთვის შუასაუკუნეების სამზარეულოში, ხოლო ნუშის რძე და ჰუსრუმი (მჟავე ყურძნის წვენი, მომზადების წესი სურათზე) — ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტები...
- ...ჰიპოკრატეს ხე არის ჭადარი კოსში, რომლის ქვეშაც, ლეგენდის თანახმად, ჰიპოკრატე თავის მოსწავლეებს მედიცინას ასწავლიდა...
- ...ზოგიერთი ასტროლოგის რწმენით დედამიწას მეორე მთვარე ჰყავს, რომელსაც ისინი ლილითს უწოდებენ...
- ...ართურ ბრუკის პოემა "რომეოსა და ჯულიეტას ტრაგიკული ისტორია" იყო უილიამ შექსპირის განთქმული პიესის "რომეო და ჯულიეტა" მთავარი წყარო...
- ...პოლუბოტოკის ოქროს ლეგენდის თანახმად კაზაკმა პავლო პოლუბოტოკმა 1723 წელს ინგლისის ბანკში 200 000 ოქროს მონეტა შეინახა და ფული, რომელიც ამ ბანკს ამჟამად უკრაინისთვის მართებს მსოფლიოს ოქროს რეზერვს ოცჯერ აღემატება...
- ...ტორესის სრუტეში დაახლ. 240 კუნძულია, თუმცა მათგან მხოლოდ 17-ია დასახლებული...
- ...დიდი დათვის თანავარსკვლავედი ალასკის სიმბოლოა (დროშა სურათზე)...
- ...სლავურ ენებში სიტყვა «немец» მომდინარეობს სიტყვისგან «Не мовец», როგორც «ბარბაროსი» და უცხო ენაზე მოლაპარაკეს ნიშნავდა...
- ...ექვსი მართლმადიდებელი წმინდანი — ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, პეტრე სებასტიელი, ღირსი მაკრინე, თეოზვა დიაკონისა და მათი დედა, წმინდა ემილია, ერთი კაბადოკიური ოჯახიდან არიან წარმოშობით...
- ...კომპანია „ექსონის“ მიერ 1998 წელს $73,7 მილიარდად „მობილის“ შესყიდვის შედეგად „ექსონ-მობილი“ მსოფლიოს უდიდესი კომპანია გახდა.
- ...შუშის ბრძოლა 1992 წლის მაისში სომხეთის შეიარაღებული ძალების პირველი მნიშვენლოვანი გამარჯვება იყო მთიანი ყარაბაღის ომში, რამაც კონფლიქტის ბედი შეაბრუნა...
- ...ქალაქ ნიუ-იორკის პირველი ყოველდღიური გაზეთი "American Minerva" 1793 წლის დეკემბერში გამოვიდა.
- ...რომანოვების ოჯახის დაცემამდე და დახვრეტამდე რამდენიმე წლით ადრე მათი მფარველი თედორეს ღვთისმშობლის ხატიდან (სურათზე) ღვთისმშობლის გამოსახულება გაქრა...
- ...ფედერალური სამკუთხედის შენობათა კომპლექსს ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) ამერიკის ისტორიაში "ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამშენებლო პროექტს" უწოდებენ...
- ...ვერმახტის ერთადერთი არაგერმანული ლეგიონი, რომელსაც რკინის ჯვრის ტარების უფლება ჰქონდა, ქართული ლეგიონი იყო...
- ...ბანგკოკის სრული სახელი 19 სიტყვისა და 158 ასოსგან შედგება და დედაქალაქის ყველაზე გრძელი სახელია...
- ...საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის მიუხედავად, ფრინველები, ისევე როგორც ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები და ამფიბიები, ცხოველები არიან...
- ...სინგაპურის დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი ქრისტიანული ტაძარი გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური ეკლესიაა (1835)...
- ...ლვოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში (სურათზე) შერწყმულია რენესანსისა და ბაროკოს არქიტექტურის დეტალები...
- ...მსოფლიოს პირველი ავიაკომპანია იყო DELAG, რომელიც ცეპელინებით ახორციელებდა ფრენებს...
- ...როტერდამის მეტროს მაქსიმალური სიღრმე ზღვის დონემდე 17 მეტრს აღწევს...
- ...თბილისში დღევანდელ თავისუფლების მოედანს XIX საუკუნეში „ერევნის მოედანი“ ერქვა...
- ...მექსიკის ესპანელების მიერ დაპყრობის პერიოდში, ტარასკების სახელმწიფო ზომითა და მოსახლეობით მხოლოდ აცტეკთა იმპერიას ჩამორჩებოდა...
- ...საპრეზიდენტო სასახლე ვილნიუსში სხვადასხვა დროს საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონისა და რუსეთის მეფე ალექსანდრე I-ის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა...
- ...ბარაკ ობამამ თავის ერთ-ერთ ქალიშვილს ალექსანდრე პუშკინის მეუღლის ნატალია გონჩაროვას (სურათზე) საპატივცემლოდ დაარქვა სახელი...
- ...გალაკტიონ ტაბიძემ ერთ–ერთი უგრძესი ქართული სიტყვა "გადაინდუსტრიალებულთაგანისებურია" მოიგონა და ამ სიტყვაზე ერთკუპლეტიანი ლექსი დაწერა...
- ... ჩრდ. ინდოეთში ზღვის დონიდან 4595 მეტრზე მდებარე კორზოკის მონასტრის ველები მსოფლიოში უმაღლესი კულტივირებული მიწებია...
- ...თბილისის ერთ-ერთ ქუჩას აზერბაიჯანის დედაქალაქის სახელი ჰქვია, ხოლო ბაქოში თბილისის სახელობის პროსპექტი არსებობს....
- ...„მიჭმიე“ ქართულ ენაში ერთადერთი ოთხპირიანი (შენ, მე, მას, ის) ზმნაა...
- ...ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელსაც ფრთები აქვს და დაფრინავს...
- ...ნეპალის სახელმწიფო დროშა (სურათზე) ერთადერთია მსოფლიოს სახელმწიფო დროშებიდან, რომელსაც მართკუთხედის ფორმა არ აქვს.
- ...პალიასტომი ერთადერთი მლაშე წყლიანი ტბაა საქართველოში.
- ...ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც გაეროს წევრი არ არის, ვატიკანია...
- ...აკაკი წერეთელმა რუსეთ-იაპონიის ომში რუსეთის დამარცხებისთვის იაპონელ სარდალს, ოიამა ივაოს, ლექსი ,,ოი, ამას ვენაცვალე!" მიუძღვნა...
- ...ჩეროკის ენას, რომელზეც აშშ-ში 20 ათასამდე ადამიანი ლაპარაკობს, თავისებური მარცვლოვანი დამწერლობა აქვს...
- ...ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი წარმოშობით ასურელია...
- ...შოკოლადი შეიცავს ნივთიერება თეობრომინს (მოლეკულის ქიმიური გამოსახულება სურათზე), რომელიც ცხენებისა და ძაღლებისთვის ლეტალურია...
- ...რუმინეთის ეროვნული ჰიმნი „Deşteaptă-te, române!“ 1990–იან წლებში მოლდოვის რესპუბლიკის ჰიმნიც იყო...
- ...პლუსისა და მინუსის აღმნიშვნელი ნიშნები „+“ და „–“ პირველად გერმანელმა მათემატიკოსმა იოჰანეს ვიდმანმა გამოიყენა საკუთარ ნაშრომში Mercantile Arithmetic...
- ...1898-1902 წლებში მოქმედი გაზეთი „ქურთისტანი“ (Kurdistan) პირველი ქურთულენოვანი გაზეთი იყო...
- ...უკრაინის ქალაქი სლავუტიჩი ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ თავიდან ააშენეს...
- ...ირანი ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც შიიზმი სახელმწიფო რელიგიაა...
- ...რემბრანდტის ფერწერული ტილო „დანაე“ (სურათზე) მძიმედ დაზიანდა, როდესაც ერთ-ერთმა მნახველმა მუზეუმში მას გოგირდმჟავა შეასხა 1985 წლის 15 ივნისს...
- ...ალექსანდრე II-ის მიერ განხორციელებულმა სასამართლო რეფორმამ იმპერიულ რუსეთში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოიღო...
- ...ბენჯამინ ფრანკლინის პორტრეტი გამოსახული ასდოლარიან კუპიურაზე ფრანგი მხატვარი ჟოსეფ დუპლესის დახატულია...
- ...„დორიან გრეის პორტრეტი“ ოსკარ უაილდის მის სიცოცხლეში გამოქვეყნებული ერთადერთი რომანია...
- ...ირლანდიელი მომღერალი ჯონი ლოგანი ევროვიზიის ერთადერთი სამგზის გამარჯვებულია...
- ...მუცლის ცეკვა ევროპაში ინდოეთის ბოშებმა შემოიტანეს...
- ...ჰერშელის გრაფი (სურათზე) უმცირესი შესაძლო მრავალგვერდა გრაფია, რომელსაც ჰამილტონისეული ციკლი არ აქვს...
- ...კანონით შეზღუდვების გამო სანქტ-პეტერბურგის პირველი ელექტრიფიცირებული ტრამვაი ქალაქის ქუჩების ნაცვლად ზამთრის სეზონზე ყინულით დაფარულ მდინარე ნევაზე მოძრაობდა...
- ...ნობელის მშვიდობის პრემია აშშ–ის სამ პრეზიდენტს მიენიჭა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში: 1908 წელს თეოდორ რუზველტს, 1919 წელს ვუდრო უილსონს, 2009 წელს კი ბარაკ ობამას...
- ...მონაკო მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა (16 100 ად. 1 კმ²-ზე).
- ...1914 წლისთვის აფრიკის კონტინენტზე მხოლოდ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობდა — ეთიოპია (აბისინია) და ლიბერია.
- ...აკუაბა თოჯინებია, რომლებსაც ტრადიციისამებრ განელი ქალები, რომლებსაც დაფეხმძიმება სურთ, ზურგით ატარებენ...
- ...1932 წლის 8 თებერვალს დაარსებული აბასთუმნის ობსერვატორია (სურათზე) პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო საბჭოთა კავშირში...
- ...დღევანდელი ანბანური დამწერლობებიდან ყველაზე ნაკლებასოიანია ჰავაის ანბანი, გავრცელებული ჰავაის კუნძულებზე, რომელიც მხოლოდ 12 ასო–ნიშანს შეიცავს...
- ...XII-XIV საუკუნეების საქართველოს ფეოდალური საგვარეულოს — მხარგრძელების წინაპრები წარმომავლობით ქურთები იყვნენ...
- ...პირველი პრეზიდენტი ქალი ამერიკის ორივე კონტინენტზე იყო არგენტინის პრეზიდენტი იზაბელ პერონი...
- ...სომხური ხვლიკების ყველა წარმომადგენელი მდედრია...
- ...ფრანგული ენა მსოფლიოს 31 ქვეყნის ოფიციალური ენაა...
- ...„პირველყოფილი ძროხის“ (გარეული ძროხის, სურათზე) უკანასკნელი წარმომადგენელი 1627 წელს პოლონეთში მოკლეს...
- ...საავტომობილო ფირმის „Ferrari“ სახელწოდება წარმოიშვა სიტყვისგან Ferrum, რაც ლათინურად რკინას ნიშნავს...
- ...ლიბიის დროშა ერთადერთი ერთფეროვანი სახელმწიფო დროშაა მსოფლიოში...
- ...გიბრალტარი ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც მაიმუნები ბინადრობენ...
- ...ირანში უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს (30 მლნ), ვინემ აზერბაიჯანში (7,9 მლნ)...
- ...ავარიის სახანოს ძლიერების მწვერვალზე მორჩილებისთვის ხარკს უხდიდნენ აზერბაიჯანისა და საქართველოს მმართველები...
- ...ალასკის შტატი, რომელიც 1867 წლამდე რუსეთის კოლონიას წარმოადგენდა, აშშ–მ 7,2 მლნ დოლარად იყიდა.
- ...საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა (სურათზე) ერთადერთი ორფეროვანი დროშა იყო საბჭოთა რესპუბლიკების 15 დროშიდან...
- ...პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ქალი გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი კარმენ პერეირა იყო...
- ...ვოიცეხ ბობოვსკი ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკოსი იყო; ასევე მისი ნათარგმნია ბიბლია ოსმალეთის თურქულ ენაზე...
- ...1958 წლის 13 მაისს სოფელ ჭანიეთის კოლმეურნეობაში პირველად გამოცადეს ჩაის საკრეფი მანქანა, რაც საბჭოთა მეურნეობის უდიდეს წარმატებად იყო მიჩნეული...
- ...გენერალ ვალერიან მადათოვს რუსი იოაჰიმ მიურატი უწოდა ფელდ-მარშალმა ჰანს კარლ ფონ დიბიჩმა 1814 წელს რუსების მიერ პარიზის აღებისას...
- ...1653 წელს შვეიცარიის გლეხთა აჯანყების პირდაპირი გამომწვევი მიზეზი ბერნის კანტონში ვალუტის დევალვაცია იყო...
- ...ებრაული მითოლოგიის მიხედვით ადამის პირველი ცოლი ლილითი (სურათზე) იყო...
- ...მიხეილ კალატოზიშვილის 1969 წლის ფილმისთვის „წითელი კარავი“, რომელშიც მთავარი როლები შონ კონერიმ, კლაუდია კარდინალემ, ოთარ კობერიძემ და თენგიზ არჩვაძემ შეასრულეს, მუსიკა ენიო მორიკონემ დაწერა...
- ...იაპონიის გერბი ერთადერთი სახელმწიფო გერბია მსოფლიოში, რომელსაც რამდენიმე სიმეტრიის ღერძი აქვს...
- ...მსოფლიოს პრეზიდენტ ქალთა შორის ყველაზე ხანგრძლივად (16 წელი) ქვეყანას მართავდა ისლანდიის პრეზიდენტი ვიგდის ფინბოგადოტირი...
- ...ვალ-დე-ბოის (ესპანეთი) ვიწრო ციცაბო ხეობაში ცხრა იშვიათი პირველი რომანული სტილის ეკლესიაა შემორჩენილი, რის გამოც ეს ადგილი ევროპაში რომანული არქიტექტურის ყველაზე მჭირდო კონცენტრაციით გამოირჩევა...
- ...ფლორენციის ალყის დროს მიქელანჯელოს ქალაქის ფორტიფიკაციების გამაგრების ხელმძღვანელობა ევალებოდა...
- ...გურჯაანის ყველაწმინდა (სურათზე) ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში.
- ...ჯორჯ ორუელის წიგნმა „ცხოველთა ფერმა“ გავლენა მოახდინა ჯგუფ Pink Floyd-ის მუსიკაზე, რაც აისახა მათ ალბომში „Animals“. ალბომის სიმღერების პერსონაჟები — ღორები, ძაღლები და ცხვრები — ორუელის ამ ნაწარმოებიდან არის აღებული...
- ...მზის დაბნელება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ახალ მთვარეზე, როდესაც მზე და მთვარე ერთმანეთს ეხებიან, როგორც ეს დედამიწიდან ჩანს. ამასთან ყოველწლიურად შეიძლება მაქსიმუმ ხუთი მზის დაბნელება მოხდეს, რომელთაგან ორი შეიძლება სრული იყოს...
- ...ევროკავშირის წევრ ქვეყანათა შორის კვიპროსი ერთადერთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა...
- ...59 წელს რომაულ ფესტივალზე კვინკატრია, იმპერატორმა ნერონმა დედამისი აგრიპინა საკუთარ ვილაში მიიწვია, მისი მოკვლის გეგმის გასახორციელებლად...
- ...კიევის ტრამვაი პირველი ელექტრო ტრამვაი იყო რუსეთის იმპერიაში და მეორე ევროპაში, ბერლინის შტრასენბანის შემდეგ...
- ...1838 წელს აგების პერიოდში მოსკოვის ტრიუმფული კარიბჭე (სურათზე) სანქტ-პეტერბურგში მსოფლიოში უდიდესი თუჯის კონსტრუქცია იყო...
- ...ქალის ან ქალღმერთის თიხის მინიატურული ქანდაკება არგოსის არქეოლოგიურ მუზეუმში, საბერძნეთი, ევროპაში დღემდე ნაპოვნი ერთ-ერთი უძველესი ადამიანის სკულპტურული გამოსახულებაა...
- ...სალტვუდის ციხე-სიმაგრე კენტში, ინგლისი, იყო ადგილი, სადაც ოთხმა რაინდმა ტომას ბეკეტის მოკვლა განიზრახა 1170 წელს...
- ...ნეობაროკოს სტილის მხედარი ნიკოლოზ I-ის მონუმენტი (1859) ერთადერთი XIX საუკუნის მეფის ქანდაკება იყო სანქტ-პეტერბურგში, რომელიც საბჭოთა პერიოდში არ დაუშლიათ ან გადაუტანიათ...
- ...ერთმა რომაელმა მამაკაცმა გვარი "ტრიკონგიუსი" მიიღო მისი უნარისთვის სამი კონგიუსი ღვინო (9,8 ლიტრი) დაელია ერთ დაჯდომაზე სუფრასთან იმპერატორი ტიბერიუსის თანდასწრებით...
- ...აზერბაიჯანული დასახლება რამანას სახელი, სადაც ზოროასტრიანელები დღესაც ატარებენ ცეცხლის რიტუალებს, სავარაუდოდ წარმოებული უნდა იყოს ლათინური Roma-დან, რაც რომს ნიშნავს...
- ...ბერლინის ახალი მუზეუმი, რომელიც თითქმის სრულიად განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს, 2009 წელს გაიხსნა და მასში განთქმული ნეფერტიტის ბიუსტია (სურათზე) გამოფენილი...
- ...საქართველოში მონღოლების შემოსევებისას, დედოფალმა რუსუდანმა რომის პაპ ჰონორიუს III-ს აცნობა, რომ მონღოლები კერპთაყვანისცემლები იყვნენ და არა ქრისტიანები, როგორც აღინიშნებოდა ჯვაროსნების მიერ მაჰმადიანებთან ბრძოლების აღწერებში...
- ...ისრაფილ მამედოვმა, პირველმა აზერბაიჯანელმა საბჭოთა კავშირის გმირმა, 1941 წლის 3 დეკემბერს მოსკოვის ბრძოლისას დაახლოებით სამოცდაათი გერმანელი მოკლა, მათ შორის სამი ოფიცერი...
- ...ერნსტ როიტერი, მას შემდეგ რაც საბჭოთა მმართველობამ ომისშემდგომი ბერლინის არჩეულ მერად არ დაამტკიცა, დასავლეთ ბერლინის პირველი მერი გახდა...
- ...ლიბერიის უნივერსიტეტი, დაარსებული 1862 წელს, უძველესი უმაღლესი განათლების დაწესებულებაა დასავლეთ აფრიკაში...
- ...სპარტაში ლიკურგეს კანონების თანახმად უცოლობა დანაშაულად ითვლებოდა...
- ...კიევში სამსონის შადრევნის (სურათზე) წმ. ანდრიასა და სამსონის ქანდაკებები მუზეუმში ინახებოდა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ბოლშევიკების მიერ მათი განადგურებისგან გადასარჩენად...
- ...ლეოპარდისებრი ზვიგენი ანჩოუსებით იკვებება — მათ გუნდში ღია პირით შეცურვითა და დაცდით, სანამ ისინი შემთხვევით მასში არ შესცურავენ...
- ...1947 წელს ლეხურის ხეობაში აღმოჩენილი განძი საქართველოში ვენეციური, ოსმალური და ირანული ოქროს მონეტების აღმოჩენის პირველი შემთხვევა იყო...
- ...1941 წლის 22 ივნისს კიევის რესპუბლიკური სტადიონის საზეიმო გახსნაზე ბილეთები 7 წლის შემდეგაც ვარგისი იყო, ვინაიდან ეს ღონისძიება სსრკ-ში ნაცისტების შემოჭრის გამო "გამარჯვებამდე" გადაიდო...
- ...რუსი ფუტურისტების 1912 წლის მანიფესტი "სილა საზოგადოების გემოვნების სახეში" ამტკიცებდა, რომ წარსული მწერლები, მათ შორის პუშკინი, დოსტოევსკი და ტოლსტოი "თანამედროვეობის ორთქმავლის კიჩოდან უნდა გადაეყარათ"...
- ...ნეომავრიტანული სტილი XIX საუკუნეში სინაგოგის არქიტექტურის უპირატეს ფორმად დამკვიდრდა, ვინაიდან მუდეხარის სტილი შუასაუკუნეების მაჰმადიანურ ესპანეთში ებრაელთა ოქროს ხანასთან ასოცირდებოდა...
- ...უძლეველი ესპანური არმადა ინგლისელებმა ელისაბედ I-ის ხელმძღვანელობით 1588 წელს ძლიერი შტორმის წყალობით გაანადგურეს (ბრძოლა სურათზე)...
- ...ადგილზე, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა დგას რუსთაველის გამზირზე, უწინ ღუნიბის მოედანი იყო, რომელმაც სახელწოდება მიიღო რუსეთის ჯარის მიერ 1859 წ. 25 მარტს დაღესტანში შამილის ციხესიმაგრის, ღუნიბის აღების აღსანიშნავად...
- ...აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა 2008 წლის სექტემბერში დადეს ხელშეკრულება, რომელიც სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის ჩარევის გარანტიას იძლეოდა...
- ...მსოფლიოს უდიდესი სათვალთვალო ბორბალია 165 მ სიმაღლის „სინგაპურის მფრინავი“, სინგაპურში, რომელიც 2008 წლის 1 მარტს გაიხსნა...
- ...ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე ღვინოს მედიკამენტის სახით იყენებდა ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა ფაღარათი, ლეთარგია და ტკივილი მშობიარობისას...
- ...1907 წელს ფრანგი ლეონ გიმპელი პირველი ფოტოგრაფი გახდა, რომელმაც საკუთარი ნაშრომი ფერადად გამოაქვეყნა...
- ...ამჟამად ბრუკლინის სიმბოლო, თუმცა უფუნქციო, პარაშუტ-ჯამპი (პარაშუტით სახტომი, სურათზე) კონი-აილენდზე 1939 წლის ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენიდან გადმოიტანეს...
- ...რიკოთის უღელტეხილის ქვეშ საავტომობილო გვირაბი 1982 წელს გაიხსნა და მისი სიგრძე 1722 მ-ს შეადგენს.
- ...მდინარე რიონზე და მის შენაკადებზე შვიდი ჰიდროელექტროსადგურია აშენებული: რიონჰესი, გუმათჰესი I, გუმათჰესი II, ვარციხეჰესი; შენაკადებზე: ლაჯანურჰესი, შაორჰესი, ტყიბულჰესი...
- ...გერმანელმა მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობაქტერიების გამოველნა პირველად მათი შეღებვით მოახერხა...
- ...1945 წლის იალტის კონფერენცია დიდ სამეულს შორის რუსეთის ბოლო მეფის საზაფხულო აგარაკზე — ლივადიის სასახლეში — გაიმართა...
- ...სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა პირველ ცოლს ცხვირი მოაჭრა, მეორე ცოლი კი საკუთარ ბიძას წაართვა...
- ...კანარის კუნძულები ერთ-ერთია იმ მცირე ადგილთაგან, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობით შემორჩა ზვიგენის სახეობა Squatina squatina (სურათზე), რომელიც ერთ დროს მთელს ევროპაში ყოფილა გავრცელებული...
- ...ბლეკპული პირველი ელექტრიფიცირებული ქალაქი იყო დიდ ბრიტანეთში და ერთ-ერთი პირველი ქალაქთაგანი მსოფლიოში ელექტროტრამვაებით (1885 წლიდან), რომელიც ასევე ერთადერთი ქალაქია ამ ქვეყანაში, სადაც ტრანსპორტის ეს სახე პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული...
- ...კოვენტრი მსოფლიოში პირველი ქალაქი იყო, რომელიც სხვა ქალაქს დაუძმობილდა. ეს იყო რუსეთის ქალაქი სტალინგრადი (ამჟამად ვოლგოგრადი) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. კოვენტრის მოქალაქეებს ამით სურდათ სოლიდარობა გამოეცხადათ წითელი არმიისთვის სტალინგრადის ბრძოლის პერიოდში...
- ...რასტაბაზარი იყო შუა საუკუნეების თბილისის საქმიანი უბანი; მდებარეობდა ბატონის მოედანსა (ახლანდელი ერეკლე II-ის მოედანი) და ახლანდელი ერეკლე II-ის ქუჩას შორის...
- ...ისააკ ნიუტონი იმდენად უკმაყოფილი იყო მისი წიგნის Arithmetica Universalis პუბლიკაციით, რომ მოინდომა პირველი გამოცემის ყველა ასლის შეძენა მათ გასანადგურებლად...
- ...XX საუკუნის უდიდეს ფიზიკოსებს ალბერტ აინშტაინსა და პოლ დირაკს მსუბუქი ფორმის აუტიზმი ჰქონდათ...
- ...კაპიტოლიუმის ძუ მგელი (სურათზე), რომის დაფუძნების სიმბოლო, სინამდვილეში ეტრუსკული ბრინჯაოს ქანდაკებაა...
- ...აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და კონსტიტუცია სინგის მელნის სადგარზე დაწობილი კალმებით იქნა ხელმოწერილი...
- ...ჟირი უძველესი ქართული სამსიმიანი (სამძალიანი) საკრავის მეორე (შუა) სიმის სახელწოდებაა და ვარაუდობენ, რომ იგი მომდინარეობს მეგრული ჟირისაგან — ორი...
- ...ტერმინი სამიზდატი, რომელიც საბჭოთა ბლოკში დისიდენტების საქმიანობას უკავშირდება, საბჭოთა პოეტი ნიკოლაი გლაზკოვის მოგონილია...
- ...ფრანგმა მომღერალმა ედიტ პიაფმა სიმღერა „Non, je ne regrette rien“ (ფრანგ. „არა, მე არაფერს ვნანობ“) საფრანგეთის უცხოეთის ლეგიონს მიუღძვნა...
- ...რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიან დიაკონესკუ მეშვიდე თაობის იურისტია...
- ...ზღვის გველები (სურათზე) ყველაზე შხამიანი გველები არიან, ოკეანეებში ბინადრობენ და ასპიტისებრთა ოჯახში არიან გაერთიანებული...
- ...1796 წლის რუსეთ-სპარსეთის ომი რუსეთის მეფე პავლე I-მა ტახტზე ასვლიდან ერთ თვეში გააუქმა...
- ...კაროლტონის ვიადუკი ბალტიმორში, მერილენდი, მსოფლიოში უძველესი დღემდე ექსპლოატირებული სარკინიგზო ხიდია და მისი საძირკველი 1828 წლის 4 ივლისს ჩაიყარა...
- ...პეტრე დიდი რუსეთში დაბეჭდილი პირველი გაზეთის „ვედომოსტი“ მთავარი რედაქტორი იყო...
- ...ჟან-პიერ ნორბლენი განთქმული იყო პოლონეთში პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ბოლო წლების მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტის ილუსტრაციისთვის და პოლონეთის განმანათლებლობის ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხატვრად ითვლება...
- ...აზერბაიჯანისა და სომხეთის თანამედროვე ტერიტორიები რუსმა მთავარსარდალმა ივანე პასკევიჩმა სპარსეთს წაართვა 1826-28 წლების რუსეთ-სპარსეთის ომში...
- ...მარიის სასახლე (1839-44, სურათზე) იყო სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, აგებული ბოლო ნეოკლასიკური იმპერიული სასახლე...
- ...გოთების ომის პერიოდში IV საუკუნეში, გოთებმა რომის იმპერატორი მოკლეს, რომის არმია გაანადგურეს და რომაელთა ბალკანეთის დიდი ნაწილი ააოხრეს...
- ...რუსეთში რომანოვების მმართველობა დაიწყო კოსტრომის იპატიევის მონასტერში სამეფო დინასტიად კურთხევით და დასრულდა იპატიევის სახლში სამეფო ოჯახის წევრთა დახვრეტით...
- ...ყივჩაღთა კლანის რამდენიმე თურქული მომთაბარე ტომი საქართველოში დასახლდა 1118 წელს და ქართულ ჯარში მსახურობდა თითქმის ორი საუკუნე...
- ...თბილისი 736-1122 წლებში საქართველოში არაბების მმართველობის პერიოდში ისლამური საამიროს ცენტრის ფუნქციას ასრულებდა...
- ...აზერბაიჯანელ მომღერალ მუსლიმ მაგომაევს, რომელიც დიდი წარმატებით მღეროდა ლა სკალასა და პარიზის ოლიმპიაში, საბჭოთა კულტურის სამინისტრო საერთაშორისო კარიერის გაგრძელებას უკრძალავდა...
- ...დადიანების საგვარეულო სასახლეში (ნიკოსეული სასახლე, სურათზე), რომელიც XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ, საქართველოში შემორჩენილ სასახლეთაგან ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზია.
- ... ოპტიკას დასაბამი დაედო ძველი ეგვიპტელებისა და მესოპოტამიელების მიერ ლინზების განვითარებასთან ერთად...
- ...პირველი სტატია ავადმყოფობაზე, რომელსაც შემდეგში შიდსი დაერქვა, გამოჩნდა ნიუ-იორკის გეი-გაზეთში "New York Native", რომელიც უკვე აღარ გამოდის...
- ...ჰიერონიმუს ბოსხის ფერწერული ტილოები სიურრეალისტური მიმდინარეობის შთაგონების წყაროდ იქცა...
- ...მეფე ერეკლე II-ს სამი ქორწინებიდან ცამეტი ვაჟი და ათი ქალიშვილი ჰყავდა...
- ...Mozilla Firefox-ის მთავარი სიმბოლოა პანდა, და არა მელა...
- ...კომპიენის ალყა ჟანა დ'არკის ბოლო სამხედრო აქცია იყო...
- ...შობის ეკლესია პუტინკიში (სურათზე) ბოლო პირამიდული ეკლესია იყო აგებული მოსკოვის დიდ სამთავროში...
- ...ჰეროიკული ბერძნული მარმარილოს ქანდაკება გადის ტორსო, გამოფენილი უფიციში, ფლორენცია, იმდენად განდიდებული იყო იტალიური რენესანსის მიერ, რომ ის არასდროს აღუდგენიათ მისი დასრულებით...
- ...ყოველწლიურ ფესტივალზე კოოვაგადამში, ინდოეთი, საჭურისები და ტრანსვესტიტები რიტუალურად ქორწინდებიან ინდუისტურ ღმერთ არავანზე...
- ...ფრენკ ლოიდ რაიტის პროექტით აგებული ლარკინის ადმინისტრაციული შენობა პირველი სრულად კონდიციონირებული თანამედროვე საოფისე ნაგებობაა...
- ...უკრაინაში ტროცკისტთა დაჯგუფების ”მშრომელთა წინააღმდეგობა” ლიდერებმა ურიცხვი გამოგონილი პარტია შექმნეს სხვა მემარცხენე ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის...
- ...ყირიმის გირეის გვარი რანგით მეორე ოჯახად ითვლებოდა ოსმალეთის იმპერიაში ოსმანების შემდეგ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- ...ქრისტეფორე კოლუმბის ჟურნალი ინახება ინდოეთის არქივში (სურათზე), სევილია, ხუან დე ერერას მიერ აგებულ შენობაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი...
- ...რომანოვების დინასტიის ყველაზე ადრეული ცნობილი წინაპრები მამის ხაზით იყვნენ ვინმე ბოიარი ანდრეი, მეტსახელად ”ფაშატი” და მისი ვაჟი ფიოდორი, მეტსახელად ”კატა”...
- ...ფლორენციელი მანიერისტი მოქანდაკე ნიკოლო ტრიბოლო ხშირად ”იტალიური ბაღის მამად” იწოდება, კოზიმო I მედიჩისთვის შექმნილი ღერძული გეგმისთვის ბობოლის ბაღებში...
- ...მეამბოხე დონის კაზაკი სტენკა რაზინი ცოცხლად აკუწეს ლობნოე მესტოზე მოსკოვში 1671 წლის 6 ივნისს...
- ...საბჭოთა საესტრადო მომღერალმა კლავდია შულჟენკომ 500-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა ალყაშემორტყმულ ლენინგრადში 1941-42 წლებში...
- ...საშობაო ალილო ”Carol of the Bells” თავდაპირველად უკრაინული საახალწო მოსალოცი სიმღერა იყო სახელად ”შედრიუკი”...
- ...შმაგი ცხენის ქანდაკება (სურათზე) სამხრეთ დაკოტაში 1948 წლიდან შენდება და დღემდე დაუსრულებელია. თუ დასრულდა, 195 მ სიგანითა და 172 მ სიმაღლით, ის უდიდესი სკულპტურა იქნება მსოფლიოში...
- ...ამხედრებული ოტო ფონ ბისმარკის ერთადერთი ძეგლი ქალაქ ბრემენში მდებარეობს. ბისმარკი სამეფო გვარის არ იყო და ეს ეტიკეტის დარღვევად ითვლებოდა, რის გამოც იმპერატორი ვილჰელმ II ბრემენში არ ჩადიოდა...
- ...საბჭოთა და ბრიტანულმა ჯარებმა ირანის ოპერაცია დაიწყეს ბრიტანეთისთვის ნავთობის, ხოლო საბჭოთა კავშირისთვის ერთობ საჭირო ლენდ-ლიზის მოწოდების უზრუნველსაყოფად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში...
- ...საბჭოთა მომღერალმა ლიდია რუსლანოვამ ორი კატიუშას აწყობა დააფინანსა, რომელიც მან 1942 წელს წითელ არმიას უსახსოვრა...
- ...რუსი თოჯინების ოსტატი სერგეი ობრაზცოვი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს თოჯინების კოლექციას ფლობდა...
- ...ბოვერის თეატრი, ნიუ-იორკში, ხუთჯერ დაიწვა 17 წლის განმავლობაში...
- ...1956 წელს კომპიუტერმა პირველად შეძლო ჭადრაკის მსგავსი პარტიის "ლოს-ალამოსის ჭადრაკის" (დაფა სურათზე) თამაში...
- ... ზუგდიდის დრამატულ თეატრში დადგმული პირველი სპექტაკლი იყო მოლიერის "ძალად ექიმი", 1869 წლის 11 აპრილს ანტონ ფურცელაძის მიერ...
- ... ბალტიმორში, მერილენდი, არსებობს მუდმივმოქმედი ჭორების კონტროლის ცენტრი...
- ...ბრიტანული როკ-ბენდი ქუინის სიმღერა "The Show Must Go On" დაწერილია გიტარისტი ბრაიან მეის მიერ და მიეძღვნა ფრედი მერკურის სურვილს გაეგრძელებინა მუსიკის შექმნა მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად...
- ...მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ში დაამუშავეს უსიამოვნო სუნის გამავრცელებელი იარაღი "ვინ მე?", რომლის მიზანი გერმანელი ოფიცრების შერცხვენა იყო...
- ...სპოროტრიქოზი ქრონიკული სოკოვანი ინფექციაა, რომელიც მეტწილად ფერმერებს ემართებათ...
- ...ჯექსონ პოლოკის „No. 5, 1948“ (სურათზე) აუქციონებზე დღემდე გაყიდულ ფერწერულ ტილოთა შორის უძვირფასესია...
- ...დოლმაბაჰჩეს სასახლის (ოსმალეთის სულთნების რეზიდენცია) დარბაზების ჭერების მოსავარაყებლად თოთხმეტი ტონა ოქრო იქნა გამოყენებული...
- ...ძველი პოლონური ლეგენდის თანახმად ჯადოქარი პან ტვარდოვსკი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი...
- ...ამორფული ყინული წყლის მყარი ფორმაა, რომელსაც მინის მსგავსად კრისტალისებური სტრუქტურა არ აქვს...
- ...ფარხორის ავიაბაზა, რომელიც დუშანბედან, ტაჯიკეთი, 130 კმ-ში მდებარეობს, ინდოეთის ერთადერთი სამხედრო ბაზაა მის ფარგლებს გარეთ...
- ...1904 წლის შოტლანდიური იახტა „მედეა“ და ჯავშნოსანი „USS Texas“ უკანასკნელი დღემდე მოღწეული ხომალდებია, რომელთაც ორივე მსოფლიო ომში მიუღიათ მონაწილეობა...
- ...შარლ მორის დე ტალეირანი (სურათზე) ფრანგი დიპლომატი იყო, რომელმაც თანამდებობა საფრანგეთის რამდენიმე რეჟიმის პერიოდში შეინარჩუნა, რის გამოც მისი გვარი მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმი გახდა...
- ...ბოლო დროს აღმოჩენილი კობის პორტრეტი სავარაუდოდ ერთ-ერთია უილიამ შექსპირის ორ პორტრეტთაგან, რომლებიც მისი სიცოცხლის პერიოდში შესრულდა...
- ...მობილური ტელეფონით პირველი სატელეფონი კავშირი დაამყარა მოტოროლას მკვლევარმა მარტინ კუპერმა 1973 წელს ნიუ-იორკის ქუჩაში...
- ...მუნჯი კინოს მსახიობს ჰარისონ ფორდსა და თანამედროვე კინოვარსკვლავს ჰარისონ ფორდს, ორივეს აქვს საკუთარი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში...
- ...ელისაბედ ტეილორის პრემიერა ლონდონის სცენაზე შედგა 1982 წელს ვიქტორიის სასახლის თეატრში ლილიან ჰელმანის სპექტაკლით "პატარა მელიები"...
- ...ადოლფ ჰიტლერი თვითაღიარებული ვეგეტარიანელი იყო — საგანგებოდ აგებულ ვრცელ სათბურში მისთვის მოჰყავდათ ახალი ხილი და ბოსტნეული მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში...
- ...ტფილისის უნიკა (სურათზე) საქართველოში გამოშვებული პირველი საფოსტო მარკა იყო, რომლის მხოლოდ სამი ნიმუშია დღეს შემორჩენილი და თითოეული $500 000 ღირს...
- ...არმაზისხევის აბანო საქართველოში არქეოლოგების მიერ დღემდე აღმოჩენილ აბანოთაგან უძველესია...
- ...ლიბერია ერთადერთი ქვეყანაა დასავლეთ აფრიკაში, რომელიც კოლონიზებული არასდროს ყოფილა...
- ...Augustiner Bräu მიუნხენის ერთადერთი გერმანული ლუდსახარში საწარმოა...
- ...სოციოკრატია არის მმართველობის ფორმა, რომელიც კონსენსუსის პრინციპებს ეყრდნობა...
- ...ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეთა დაახლოებით ნახევარი საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს...
- ...ტატარას ხიდს (სურათზე) მსოფლიოში ვანტურ ხიდებს შორის ყველაზე განიერი გაშლა აქვს...
- ...ქალაქი ბრემენი, საიდანაც ბრემენელი მუსიკოსები წამოვიდნენ, კარლოს დიდის მიერ არის დაარსებული...
- ...გერმანელ კომპოზიტორ იოჰან სებასტიან ბახს 20 შვილი ჰყავდა, მათგან 4 კომპოზიტორი გამოვიდა...
- ...ტაროს კარტის თანამედროვე დიზაინის პროტოტიპი მარსელის ტაროა...
- ...ღრუბლების სიმაღლეს მეტეოროლოგიური ბუშტით საზღვრავენ...
- ...გავლენიანი ძველეგვიპტელი კარისკაცი იუია ზოგიერთი მკვლევარის აზრით ისტორიული იოსები უნდა ყოფილიყო ძველი აღთქმის დასაბამის წიგნიდან...
- ...რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ ნიკოლაევი, რომელსაც რუსული მაფიის წევრობას მიაწერენ, ვლადივოსტოკის მერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი ოპონენტი ამ უკანასკნელის ოფისის წინ დატოვებულმა ნაღმმა იმსხვერპლა...
- ...ირლანდიელმა ქიმიკოსმა რობერტ კეინმა (1809–1890; სურათზე) წყალბადის ელექტროდადებითობა დაამტკიცა...
- ...დეფისის ომი ჩეხ და სლოვაკ პოლიტიკოსებს შორის 1990 წელს სიტყვის "ჩეხოსლოვაკია" დეფისით დაწერაზე უთანხმოებამ გამოიწვია...
- ...რუანდელმა კინორეჟისორმა ერიკ კაბერამ კინემატოგრაფიაში კარიერის დაწყება გადაწყვიტა რუანდის გენოციდში საკუთარი ოჯახის 32 წევრის დაკარგვის შემდეგ...
- ...ინგლისსა და შოტლანდიას შორის მდინარე ტვიდზე გადებული იუნიონ ბრიჯი ერთ დროს ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი იყო მსოფლიოში და ამჟამად შემორჩენილთაგან უძველესია...
- ...ჩვეულებრივ ანკარას შესწევს უნარი 31 დღე იშიმშილოს და 1,5 სთ. წყალქვეშ იცუროს ჟანგბადის გარეშე...
- ...ალკოჰოლური სასმელი სიდრი ლეგენდის თანახმად კარლოს დიდის გამოგონილია...
- ...ცეკვის საერთაშორისო დღე 1982 წლიდან 29 აპრილს აღინიშნება, თანამედროვე ბალეტის ფუძემდებლის ჟან-ჟორჟ ნოვერის (სურათზე) დაბადების დღეს...
- ...ფიზიკური პარადოქსი სავარაუდოდ ან შეცდომის შედეგია ან არაკომპეტენტურობის, ვინაიდან რეალობა სრულიად არაწინააღმდეგობრივად ითვლება...
- ...ძვ. წ. 430 წელს პელოპონესის ომში ათენის დამარცხების მთავარი მიზეზი ქალაქში გამძვინვარებული შავი ჭირი იყო...
- ...ტარიმის მუმიები ცხადყოფს, რომ კავკასიური მოსახლეობა სინძიანში, დასავლეთი ჩინეთი, ძვ. წ. I ათასწლეულში ცხოვრობდა...
- ...ქალაქი ჩერაპუნჯი ინდოეთში ყველაზე ნესტიან (11 777 მმ ნალექი წწ) ადგილად ითვლება მსოფლიოში...
- ...ბელარუსის უმაღლესი ჯილდო „ბელარუსის გმირი“ დღემდე მხოლოდ ხუთ პიროვნებას მიენიჭა...
- ...საბჭოთა არმიის საბრძოლო ტანკი „ტ-10“-ის (სურათზე) თავდაპირველი სახელი იყო „ის-10“ (იოსებ სტალინის საპატივცემლოდ), თუმცა სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1953 წელს მას სახელი შეუცვალეს...
- ...ოპერაცია სატურნით წითელმა არმიამ 1942-43 წლის ზამთარში აქსისის ძალები კავკასიიდან გადევნა მდინარე დონეცამდე...
- ...სავარაუდოდ 2 მილიონამდე ადამიანი უნდა ცხოვრობდეს დაუდგენელი რაოდენობის რუსეთის დახურულ ქალაქებში, რომლებშიც უცხოელებს შესვლა ეკრძალებათ საიდუმლო სამხედრო და ბირთვული წარმოების გამო...
- ...მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი გოლი 1930 წელს გაიტანა ფრანგმა ფეხბურთელმა ლუსიენ ლორანმა მექსიკელების კარში...
- ...ზარა იაქობი ეთიოპიის პირველი იმპერატორი (1434 – 1468) იყო, რომელმაც დიპლომატიური მისია გააგზავნა ევროპაში...
- ...ინგლის-ზანზიბარის ომი უმოკლესი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში და მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა...
- ...ჰუმბოლდტის მუზეუმში, ბერლინი, მსოფლიოში უდიდესი დინოზავრი ბრახიოზავრი (სურათზე) და დღემდე ცნობილი ყველაზე ადრეული ფრინველი არქეოპტერიქსის ყველაზე კარგად შენახული ჩონჩხია გამოფენილი...
- ...მილანის საკათედრო ტაძარს 3 400 ქანდაკება ამშვენებს...
- ...აგათოკლეა იყო ინდოელ-ბერძენი დედოფალი, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთის რეგიონებს განაგებდა ძვ. წ. 135-123 წლებში...
- ...უკრაინელმა მწერალმა ლესია უკრაინკამ კითხვა ოთხი წლის ასაკში ისწავლა და მშობლიურის გარდა ცხრა ენაზე შეეძლო კითხვა...
- ...რუსი მომღერლისა და მსახიობი ალა პუგაჩოვას კარიერა 40 წელს აჭარბებს და ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამუსიკო შემსრულებელია ამჟამად...
- ...მიუხედავად იმისა, რომ სუში ამჟამად იაპონური სამზარეულოს ყველაზე განთქმულ კერძად ითვლება, ის სინამდვილეში ჩინეთში წარმოიშვა ძვ. წ. III ან IV საუკუნეში, 900 წლით ადრე, სანამ იაპონიაში გამოჩნდებოდა...
- ...ოქროს პროპორცია (ილუსტრაცია სურათზე) ეწოდება მთელის გაყოფას ორ ნაწილად ისე, რომ მთელის შეფარდება თავის დიდ ნაწილთან ტოლი იყოს დიდი ნაწილის პატარასთან შეფარდებისა...
- ...2008 წლის ოქტომბერში დასრულებული ტოკიოს მოდო გაკუენ კოკუნ ტაუა მსოფლიოში სიმაღლით მეორე (204 მ) საგანმანათლებლო დანიშნულების შენობაა...
- ...2009 წლის 1 თებერვალს არჩეული ისლანდიის პრემიერ-მინისტრი იოჰანა სიგურდარდოტირი პირველი ღია ლესბოსელი მთავრობის ხელმძღვანელი გახდა მსოფლიოში...
- ...XVIII საუკუნის ხან ალ-უმდანი, რომელიც აქოში მდებარეობს, ყველაზე დიდი დღემდე შემონახული ქარვასლაა ისრაელში...
- ევროპის ყველაზე ხანმოკლე მონარქი იყო პორტუგალიის უფლისწული ლუი ფილიპი, რომელიც 1908 წელს მამის გარდაცვალების დღეს სასიკვდილოდ დაჭრეს...
- ...2002 წელს ირლანდიაში პოლიეთილენის პარკებზე შემოღებული გადასახადის გამო რამდენიმე კვირაში მათი გამოყენება 94 %-ით შემცირდა...
- ...მეორე მსოფლიო ომამადე რიგის წმინდა პეტრეს ტაძრის კოშკი (სურათზე) ევროპაში ყველა მაღალი ხის კონსტრუქცია იყო...
- ...ბოკუზ დ'ორი, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კულინარული კონკურსი, მისი დამფუძნებლის, პოლ ბოკუზის, სახელს ატარებს...
- ...ავსტრალიური ვეფხვისებური გველის შხამიან ჯირკვლებში არსებული შხამის საერთო რაოდენობას შეუძლია 400 ადამიანის მოკვლა...
- ...ქალაქ მოსკოვის ფარგლებში ცხოვრობს რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 10 %, რის გამოც ის ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.
- ...ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში პალადიუმი იყო პალას ათინას უძველესი ქანდაკება, რომელიც ქალაქ ტროას მფარველობდა, სანამ მას ოდისევსი მოიპარავდა...
- ...ითვლება, რომ კაილი მინოუგის სიმღერას "Can't Get You out of My Head" მიღწეული აქვს გაყიდვების, ეთერში გაშვებისა და ჩამოტვირთვის ერთობლივი რეკორდი შერის 1998 წლის სინგლის "Believe" შემდეგ...
- ...კაზიმირ მალევიჩის განთქმული „შავი კვადრატი“ (სურათზე) პირველად გამოჩნდა ოპერის „მზეზე გამარჯვება“ დეკორაციებში, რომელიც შემდეგ სამოცი წელი არ დადგმულა...
- ...ეზიდები საკუთარ მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს ფარშევანგად მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი ქრისტიანისა და მაჰმადიანის აზრით ის ლუციფერია...
- ...თითქმის ათასი წელი ტრაიანეს ხიდი ყველაზე გრძელი ხიდი იყო მსოფლიოში...
- ...ეგვიპტურ რიცხვით სისტემაში 100 000-ის აღსანიშნავად ბაყაყის იეროგლიფია გამოყენებული...
- ...სიმღერების ავტორი ბილი სტაინბერგი ერთი წელი ეძებდა ვინმეს, ვინ მის სიმღერას „Like a Virgin“ ჩაწერდა, სანამ მას მადონა იმღერებდა...
- ...მაგნიტური ბორცვი არის ადგილი, სადაც სიჩქარიდან ამორთული ავტომანქანა აღმართზე მიგორავს...
- ...ვანუატუს ეროვნულ ვალუტას ვატუ ქვია...
- ...ერევნის ტელეანძა (სურათზე) ერთ-ერთი უმაღლესი ცალკემდგომი ზემაღალი კონსტრუქციაა მსოფლიოში...
- ...ზვართნოცის საკათედრო ტაძარი პირველ სომხურ 100-დრამიან ბანკნოტზე იყო გამოსახული...
- ...მიუნხენის საბჭოთა რესპუბლიკამ შვეიცარიას ომი გამოუცხადა, ვინაიდან მათ 600 ლოკომოტივი არ ათხოვეს...
- ...თავადი მიხეილ ვორონცოვი ნაპოლეონის ომებში იბრძოდა, დააარსა ოდესა და 1844 წელს კავკასიაში რუსეთის შემოჭრას ხელმძღვანელობდა...
- ...სასტუმრო რიცი ლონდონში პირველი სასტუმრო იყო, რომელიც პირად საპირფარეშოს სთავაზობდა სტუმრებს ყველა ნომერში...
- ...სომეხმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნე სურენ ავჩიანმა 1961 წელს სომხურ ენაზე თარგმნა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“.
- ...1961 წლის დაძველებული შატო ლატური ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ ითვლება...
- ...ვინსენტ ვან გოგის ფერწერული ტილოების სერია „მზესუმზირები“ (სურათზე) განკუთვნილი იყო მისი მეგობარი მხატვარი პოლ გოგენის საძინებლის დეკორაციად...
- ...ვაშინგტონის სასტუმროში მეიფლაუერი კელვინ კულიჯის პერიოდიდან აშშ-ის ყოველი პრეზიდენტის საინაუგურაციო მეჯლისი ტარდება...
- ...დონალდ მაკლაფლინის მიერ 1945 წლის გაეროს კონფერენციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ შექმნილი ლოგო შემდგომში გაეროს დროშის პროტოტიპი გახდა...
- ...სერგო ფარაჯანოვის 1968 წელს გადაღებული კინოფილმი „ბროწეულის ფერი“ ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ შედევრად აღიარეს. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მთავრობამ ფილმის ჩვენება აკრძალა, ხოლო თვით რეჟისორი კი 1973 წელს შრომით-გამასწორებელ კოლონიაში გადაასახლა...
- ...მეორე მსოფლიო ომისშემდგომი ემიგრაციის წყალობით, კუინზი, ნიუ-იორკის ერთ-ერთი რაიონი, ამჟამად ყველაზე მრავალეთნიკური და მრავალენოვანი ადგილია დედამიწაზე...
- ...სტენდალის სინდრომი ფსიქოსომატური დარღვევაა, რომელიც ტურისტებს ფლორენციაში ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობის ერთდროულად ნახვისას უვითარდებათ...
- ...მათემატიკაში აპოლონის ბადე (ნიმუში სურათზე) არის ფრაქტალი გენერირებული სამი წრეწირისგან, რომელთაგან ნებისმიერი წრეწირი დანარჩენი ორის მხებია...
- ...პროსეკო, იტალიური შუშხუნა ღვინო, ცნობილია ძველი რომის პერიოდიდან...
- ...ქართველთა აჯანყება ტექსელში ხანდახან ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლად მიიჩნევა...
- ...პოეტის ნარცისისგან გამოჰყავთ ნარცისის ზეთი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეთერზეთი, რომელსაც მაღალი ხარისხის პარფიუმერიაში იყენებენ...
- ...1953 წლის ივნისში ლავრენტი ბერიას დაპატიმრების შემდეგ, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა სერგეი კრუგლოვმა დაიჭირა...
- ...რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მწერალი თედორე დოსტოევსკი რუსული ავტოკრატიის (რუს. Самодержавие) პროპონენტი იყო...
- ...ანგოლას ომი დამოუკიდებლობისთვის 1961-დან 1989 წლამდე გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიამ ანგოლა 1975 წელს დატოვა...
- ...პირველი გაზიანი წყალი სოდის ბიკარბონატისა და ლიმონათის შერევით 1796 წელს შექმნა ჯოზეფ პრისტლიმ...
- ...ხის ხავსის, ლიქენის სახეობას Pseudevernia furfuracea, ძველი ეგვიპტელები ბალზამირებისას იყენებდნენ...
- ...ინდის ცივილიზაციას კანალიზაცია ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში ჰქონდა...
- ...საპირფარეშოები იაპონიაში ამჟამად ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული საპირფარეშოებია მსოფლიოში...
- ...ზოომუსიკოლოგია ცხოველთა შორის ხმოვანი კომუნიკაციის, ხმებისა და ვოკალიზაციების შესწავლას ქვია...
- ...ბამბის ნაყინი პირველად საზოგადოებისთვის გაიყიდა 1904 წლის სენტ-ლუისის მსოფლიო ექსპოზიციაზე...
- ...ჩვილ ბავშვებს კბილები წყვილ-წყვილად ამოსდით...