ლეხურის განძი
ლეხურის განძი — ლეხურის ხეობაში 1947 წელს შემთხვევით აღმოჩენილი ოქროს მონეტების განძი. დარჩენილია განძის ნაწილი (23 ც). შეიცავს ვენეციურ დუკატებს, ოსმალურ ალთუნებსა და ირანულ ნახევარაშრაფებს. დუკატები მოჭრილია ვენეციის დოჟების ფრანჩესკო ფოსკარის (1423-1457), პასკუალე მალიპიეროს (1457-1462), კრისტოფორო მოროს (1462-1471), ანდრეა გრიტის (1523-1539) და პიეტრო ლანდოს (1539-1545) სახელით. ალთუნები — სულთან სულეიმან I-ის (1520-1566) სახელით. ნახევარაშრაფები გამოშვებულია თამაზ I-ის (1524-1576) სახელით. განძის ყველაზე გვიანდელი მონეტა 1548-1549 ე. ი. ის დაფლულია 1549 წლის შემდეგ. ეს არის საქართველოში ვენეციური, ოსმალური და ირანული ოქროს მონეტების აღმოცენის პირველი შემთხვევა. დუკატების აღმოჩენა ადასტურებს წერილობითი წყაროების ცნობა ვენეციისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქებულაძე რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII სს., თბ., 1971;
- ქებულაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 209.