მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (პუტინკი)

(გადამისამართდა გვერდიდან შობის ეკლესია პუტინკიში)

ღვთისმშობლის შობის ტაძარი პუტინკიში (რუს. Храм Рождества Богородицы в Путинках), მალაია დმიტროვკას 4-ში, მოსკოვი, ერთ-ერთი ყველაზე მორთული ეკლესიაა მოსკოვში და ბოლო მნიშვნელოვანი პირამიდისებრი ეკლესია რუსული არქიტექტურის ისტორიაში. ფრანგმა არქიტექტორმა იუჟინ ვიოლე-ლე-დუკმა მას აღტაცებით „რუსული გოტიკა” უწოდა.

ღვთისმშობლის შობის ეკლესია

ეკლესია ექვსი პირამიდისებრი გუმბათისგან შედგება, რომლებიც უჩვეულო კომპოზიციას ქმნის. ის აუგიათ 1649 წელს მეფე ალექსი I-ის ბრძანებით იმ გზის თავთან, რომელიც მოსკოვიდან სამების მონასტერში მიდიოდა. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა. გადმოცემით მოსკოვიდან სამების ტაძრისკენ მიმავალი პატრიარქი ნიკონი იმდენად აღაშფოთა ამ ეკლესიის არამართლმადიდებლურმა ფორმამ, რომ მან სრულიად აკრძალა მას შემდეგ ტენტისებრი ეკლესიების მშენებლობა.

საბჭოთა ხელისუფლებამ 1938 წელს ეკლესია დახურა, თუმცა 1957 წელს მისი აღდგენა დააფინანსა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკლესია საპატრიარქოს გადაეცა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება