ნიკონი (მოსკოვის პატრიარქი)
ნიკონი (დ. 1605 – გ. 1681) – სრულიად მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი 1652-1666 წლებში.
ბიოგრაფიარედაქტირება
მღვდლად აკურთხეს 19 წლის ასაკში. 1635 წელს აღიკვეცა ბერად. 1643 წლიდან გახდა კოჟეოზეროს მონასტრის წინამძღვარი, 1646 წლიდან კი მოსკოვის მაცხოვრის ახალი ეკლესიის წინამძღვარი. 1648 წლიდან იყო ნოვგოროდის მიტროპოლიტი.
1652 წელს აკურთხეს პატრიარქად. 1653 წელს დაიწყო საეკლესიო რეფორმა, განიზრახა წმინდა წერილის ხელახალი თარგმნა, X-XII საუკუნეებში ძველ საეკლესიო სლავურზე შესრულებული თარგმანების გასწორება და კორექტირება. რეფორმებს წინააღმდეგობა გაუწია სასულიერო პირების ნაწილმა. მათ ნიკონის რეფორმები ერესად მონათლეს და აპოკალიფსის მოახლოებად მიიჩნიეს. ამ განხეთქილების ნიადაგზე წარმოიჩვნენ ძველმართლმადიდებლები. 1666-1667 წლებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ მოიწონა ნიკონის რეფორმები. თუმცა, ამავე კრებამ, სახელმწიფოსგან ეკლესიის გამიჯვნის სურვილის გამო ნიკონი გაასამართლა და დასაჯა, ხოლო ეკლესიის მართვის სადავეები მეფე ალექსი I-ს გადასცა. ნიკონი გადაასახლეს ბელოზერსკის მონასტერში. 1681 წელს დართეს ნება გადასულიყო ნოვი-იერუსალიმის მონასტერში. გარდაიცვალა გზაში.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 435.
- „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 171, ISBN 978-9941-0-0902-0.