მოკავშირეების შეჭრა ირანში

(გადამისამართდა გვერდიდან ირანის ოპერაცია)
მოკავშირეების შეჭრა ირანში
II მსოფლიო ომის ახლო აღმოსავლეთის ოპერაციები ნაწილი

მეექვსე სატანკო დივიზიის ტანკისტები ტაბრიზში მათ მსუბუქ ტანკ T-26-ზე.
თარიღი 1941 წლის 25–31 აგვისტო[1]
მდებარეობა ირანი
შედეგი მოკავშირეთა გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები

ირანის სრული ოკუპაცია

  • ირანის ჩრდილოეთი ნაწილის ოკუპაცია საბჭოთა კავშირის მიერ
  • ირანის სამხრეთი ნაწილის ოკუპაცია ბრიტანეთის მიერ
მხარეები
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი

ირანი
მეთაურები
გაერთიანებული სამეფოს დროშა ედვარდ კვინენი
გაერთიანებული სამეფოს დროშა უილიამ სლიმი
საბჭოთა კავშირის დროშა დიმიტრი კოზლოვი
საბჭოთა კავშირის დროშა სერგეი ტოფიმენკო
რეზა ფეჰლევი
ალი მასური
მუაჰმედ-ალი ფოროუღი
ღომალი ბაიანდორი 
აჰმად ნახჯევანი
მუჰამედ შაჰბახტი
ძალები
სსრკ:
3 არმია
ბრიტანეთი:
2 დივიზია და 3 ბრიგადა
4 ხომალდი
1 საბრძოლო ხომალდი
1 კორვეტი
1 შეიარაღებული სავაჭრო ხომალდი
1 შეიარაღებული იახტა
უცნობი რაოდენობის დამხმარე ხომალდები
9 დივიზია
60 თვითმფრინავი
2 ხომალდი
4 საპატრულო ნავი
დანაკარგები
სსრკ:
40 მოკლული
3 დაკარგული თვითმრინავი
ბრიტანეთი:
22 მოკლული[2]
50 დაჭრილი[2]
1 განადგურებული ტანკი
~800 მოკლული
2 ჩაძირული ხომალდი,
2 დატყვევებული საპატრულო ნავი
6 დაკარგული თვითმფრინავი
სამოქალაქო დანაკარგები:
~200 მოკლული მშივდობიანი ირანელი

მოკავშირეების შეჭრა ირანშიბრიტანული და თანამეგობრობის ძალებისა და საბჭოთა კავშირის შეჭრა ირანის ტერიტორიაზე, რომელიც განხორციელდა 1941 წლის 25 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე. ოპერაციის მიზანი იყო ირანული ნავთობის გაკონტროლება და დერეფნის უზრუნველყოფა საბჭოთა კავშირისთვის ლენდ-ლიზის მისაწოდებლად.

ეს ქმედება განხორციელდა იმის გამო, რომ ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის მეთაურების აზრით, არსებობდა საფრთხე, რომ ირანი გერმანიის მოკავშირე გახდებოდა. ბრიტანელები შიშობდნენ, რომ აბადანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ბრიტანულ-ირანული ნავთობკომპანია ფლობდა, გერმანელებს ჩაუვარდებოდათ ხელში. საბჭოთა კავშირისთვის კი ირანს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. გერმანული არმია საბჭოთა კავშირის სიღრმისკენ მიიწევდა და მხოლოდ რამდენიმე გზა იყო საბჭოელებისთვის ამერიკული ლენდ-ლიზის დახმარების მისაწოდებლად.

მოკავშირეთა ძალები შეიჭრნენ ირანის ტერიტორიაზე, ჩამოაგდეს შაჰი რეზა ფეჰლევი და დაამყარეს კონტროლი ირანის რკინიგზასა და ნავთობის საბადოებზე. ამასთან, ბრიტანეთის ძალებმა დაიპყრეს ირანის სამხრეთი, ხოლო საბჭოთა კავშირის ჯარებმა - ჩრდილოეთი ნაწილი.

ოკუპაცია

რედაქტირება

უკუპაციისას სპარსული დერეფანი გახდა უზარმაზარი სადენი მომარაგების მიწოდებისათვის საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის ახლო აღმოსავლეთისაკენ. 1942 წლის აგვისტოს მიწურულს, გერმანელმა დაზვერვის აგენტებმა ტაბრიზში დააფუძნეს ფარული ფაშისტური ორგანიზაცია მალმუ ირანი. მალმუნ ირანის აგენტებმა დაიწყეს მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები ურმიას ტბის რეგიონში. ბახტარმა და ქაშაქაი ხალხებმა დაიწყეს შეიარაღეული წინააღმდეგობის გაწევა ახალი შაჰის მიმართ.[3]

ახალმა შაჰმა ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი სსრკ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად 1942 წლის 29 იანვარს, რათა დახმარებოდა მოკავშირეებს არა-სამხედრო გზებით. ხელშეკრულება ითვალისიწნებდა რომ, მოკავშირეებს ირანი მეორე მსოფიო ომის დასრულების შემდეგ არაუმეტეს ექვს თვეში უნდა დაეტოვებინათ. 1943 წლის სექტემბერში, ირანმა ომი გამოუცხადა ნაცისტურ გერმანიას, რამაც ირანს გაეროს წევრობისათვის გარანტია მისცა. იმავე წელს, თეირანის კონფერენციაზე, რუზველტმა, ჩერჩილმა და სტალინმა დაარწმუნეს შაჰი რომ ირანი არ იყო ოკუპირებული მოავშირეების მიერ, არამედ ის მოკავშირეების წევრი იყო და ომის შემდეგ ირანს ეკონომიკურ დახმარებას დაჰპირდნენ.[4] შაჰს სურდა ნეიტრალური საგარეო პოლიტიკა ჰქონოდა, თუმცა ის დამოკიდებული იყო დასავლურ დაფინანსებაზე მოდერნიზაციის პროექტების გამართვისასთვის.[5][4]

 
ლენდ-ლიზის პროგრამით ჩამოყვანილი აშშ-ის სამხედრო თვთმფრინავები ირანში, აბადანის აეროპორტში.[6]

ომის ეფექტებმა დაარღვია ყოველდღიური ცზოვრების სტილი ირანში. სახელმწიფო ბიუროკრატიის დიდი ნაწილი დაზიანდა შეჭრისას და საჭმელი, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთებთან ერთად დეფიციტში მოექცა.[7] საბჭოელებმა მიითვისეს მოსავლის დიდი ნაწილი ჩრდილოეთ ირანში, რამაც შიმშილობები გამოიწვია. ბრიტანელმა და საბჭოთა უკუპანტებმა ხორბლის მიწოდება გამოიყენეს მოლაპარაკებების მათ მხარეს გადაწევისთვის. საკვების კრიზისი გაამძაფრა უცოხელი სამხედროების ირანში ყოფნამ. ამავდროულად, ბრიტანელებმა აიძულეს შაჰი აჰმად ყავამი პრემიერ-მინისტრად დაენიშნა, რომელმაც მოახდინა საკვების მარაგის და ეკონომიკის დასუსტება. 1942 წელს, თეირანში მოსახლეობამ დაიწყო პროტესტი, ქალაქში გამოაცხადეს კომენდანტის საათი და რამდენიმე დემონტრანტი მოკლული იქნა პოლიციის მიერ. ინფლაცია გაიზარდა 450%-მდე, გადარჩენა რთული გახდა დაბალი და შუა კლასის წარმომადგენლებისთვის. ზოგ რეგიონებში ხალხი შიმშილით იხოცებოდნენ, თუმცა არ ყოფილა შეიარაღებული წინააღმდეგობა ოკუპაციის წინააღმდეგ.[4]

 
მომარაგებული მატარებლის გავლა ირანში შეჭრის შემდეგ

1943 წელს ირანში 30 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა და საბჭოთა კავშირისათვის განკუთვნილი ლენდ-ლიზით გაგზავნილი ტვირთის 26-34% ირანის დერეფანში გადიოდა. ასევე ამერიკელებმა დაამშვიდეს ირანელების შიში კოლონიზაციის მიმართ და მათ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას დაჰპირდნენ. აშშ-მ ლენდ-ლიზის აქტში შეიყვანა ირანიც და დაიწყო ამერიკელების მიერ ირანის არმიის წვრთნა. ირანის ფინანსთა მინისტრი გახდა არტურ მილსპრაუ თუმცა მას დიდი წინააღმდეგობა დახვდა ეკონომიკის გამართვის მცდელობისას.[4]

გერმანელებს ორი დიდი მცდელობა ჰქონდათ ᲘᲠᲐᲜᲨი მოკავშირეების განადგურებისთვის 1943 წელს. თავდაპირველად გერმანელებმა სცადეს ქაშქაიების წაქეზება რათა დაერღვიათ სსრკ-ს მომარაგება და მეორედ ოპერაცია გრძელი ნახტომი, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო „დიდი სამეულის“ (სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი) მკვლელობა თეირანის კონფერენციაზე.

დე-ოკუპაცია

რედაქტირება

საბჭოთა ოკუპაციის სამ წელში, სტალინმა გააფართოვა პოლიტიკური გავლენა აზერბაიჯანსა და ირანის ქურთისტანში, ასევე დააფუძნა ირანის სახალხო პარტია. სსრკ-მ ურთიერთობების დაძაბვა სცადა ტენანტ ფერმერებსა და არბაბ მიწის მეპატრონეებს შორის.[8] 1945 წლის 12 დეკემბერს, კვირობით ძალადობრივი დაპირისპირებების შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადეს. მოგვიანებით, იმავე წელს ჩამოყალიბდა მეჰაბადის რესპუბლიკა. ირანის მთავრობის მცდელობები აღედგინათ კონტროლი სამხედრო ძალის დახმარებით დაბლოკეს წითელი არმიის დანაყოფებმა.

1946 წლის 2 მარტს ბრიტანეთმა დაიწყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლა, თუმცა მოსკოვი უარზე იდგა და საუბარი დაიწყეს „საფრთხეებზე სსრკ-ის უსაფრთოხების მიმართ“. საბჭოთა სამხედროებმა ირანი 1946 წლის მასიში დატოვეს, ირანის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთან ჩივილის შემდეგ.[9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Persia in World War 2 დაარქივებული 2009-10-16 საიტზე Wayback Machine.
  • History of the campaign (in Italian) დაარქივებული 2006-05-07 საიტზე Wayback Machine.
  • BBC WW2 People's War – Persia Invaded
  • Persia and Iraq Command
  • Strange Menagerie: the US in Iran 1941–1946
  • Pink Elephants on the road to Baghdad – personal account of the invasion by a British soldier
  • Despatch on Operations in Iraq, East Syria, and Iran From 10th April, 1941, to 12th January 1942 (13 August 1946). ციტირების თარიღი: 26 September 2009
  • „No. 37703“. The London Gazette (Supplement): 4333–4340. 27 August 1946. General Sir H. Maitland Wilson's official despatch on the Persia and Iraq Command covering the period 21 August 1942 to 17 February 1943, after the invasion had been completed.
  1. Immortal : A Military History of Iran and Its Armed Forces, Steven R. Ward, Georgetown University Press, 2009, p. 169
  2. 2.0 2.1 Compton Mackenzie, Eastern Epic, p. 136
  3. Гречко/Grechko 1976, p. 224.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Pollack, Kenneth (2004). The Persian Puzzle: Deciphering the Twenty-Five Year Conflict... ISBN 978-1-58836-434-0. 
  5. Farrokh, Kaveh (2011). Iran at War: 1500–1988. ISBN 978-1-78096-221-4. 
  6. Abadan Airfield Photo. ციტირების თარიღი: 15 September 2014
  7. Iran in world War II. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 11 ივნისი 2021.
  8. Gholi-Majid, Mohammad. August 1941: The Anglo Russian Occupation and Change of Shahs. 
  9. UN History. ციტირების თარიღი: 15 September 2014