ტერმინს „ურმია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ურმია (მრავალმნიშვნელოვანი).

ურმია[1] (სპარს. دریاچه ارومی) — გაუდინარი მლაშე ტბა ირანის ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს სომხეთის მთიანეთზე, ზღვის დონიდან 1275 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 5200 კმ². მაქსიმალური სიგრძე 140 კმ, სიგანე 55 კმ. საშუალო სიღრმე 5 მ, მაქსიმალური 16 მ. ტბაში 102 კუნძულია. მათი დიდი ნაწილი ტბის სამხრეთ ნაწილშია. თევზი არ გვხვდება. ბინადრობს კიბოსნაირნი. განვითარებულია ნაოსნობა. ტბის სიახლოვესაა ქალაქი ურმია. 1930-იანი წლებიდან 1970-იანი წლების ბოლომდე ტბას „რეზაიე“ ერქვა ირანის შაჰ რეზა-შაჰ ფეჰლევის პატივსაცემად.

ურმია
ტბის ფოტოსურათი კოსმოსიდან, 1984 წლის ოქტომბერი
ტბის ფოტოსურათი კოსმოსიდან, 1984 წლის ოქტომბერი
კოორდინატები: 37°42′ ჩ. გ. 45°19′ ა. გ. / 37.700° ჩ. გ. 45.317° ა. გ. / 37.700; 45.317
მდებარეობა ირანის დროშა ირანი
ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი
დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1275 
სიგრძე 140 კმ
სიგანე 55 კმ
ფართობი 5200 კმ²
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე 16 
აუზის ფართობი 50 000 კმ²
ურმია — ირანი
ურმია
მედიაფაილები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 177.