ირანის სახალხო პარტია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ირანის სახალხო პარტია (ისპ; სპარს. حزب توده ایران‎, ჰეზბე თუდეიე ირან , შემოკლებით თუდე) — მარქსისტულ-ლენინური პარტია, რომელიც მოქმედებს ირანში 1941 წლიდან.  ირანის კომუნისტური პარტიის მემკვიდრე.[1][2]

ირანის სახალხო პარტია
სპარს. حزب توده ایران
ხელმძღვანელობა
ლიდერი ნავიდ შომალი
ისტორია
დაფუძნდა 1941
პოზიციები
იდეოლოგია კომუნიზმი, მარქსიზმ-ლენინიზმი
ჰიმნი ირანის სახალხო პარტიის ჰიმნი
შტაბ-ბინა ბერლინი, გერმანია
[[1]]

1941 წლის აგვისტო-სექტემბერში სსრკ-სა და დიდი ბრიტანეთის ჯარები ირანში შეიჭრნენ, რათა გერმანიისთვის ხელი შეეშალათ ქვეყნის ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდებაში და ლენდ-ლიზით მიწოდებისთვის „სამხრეთის დერეფნის“ შექმნაში. ოკუპაციის დროს რეზა შაჰ ფეჰლევი ჩამოაგდეს, გაათავისუფლეს პოლიტპატიმრები ციხეებიდან (მათ შორის ირანის კომუნისტური პარტიის აქტივისტები).[3][4]

 
პარტიის ლიდერები (მარცხნიდან მარჯვნივ): რუსთა, კეშავარზი, რადმანეში, ირაჯ ესკანდერი და კამბახში. 1955 წ.

ციხიდან გამოსულმა კომუნისტებმა გადაწყვიტეს შეექმნათ მარქსისტულ-ლენინური პარტია, რომელსაც ექნებოდა ბაზა ირანული საზოგადოების ფართო ფენებს შორის. 1941 წლის ოქტომბერში შეიქმნა ახალი პარტია სახელწოდებით „ირანის სახალხო პარტია“.  პარტიის თავმჯდომარე სოლეიმან ისკანდერი გახდა. 1942 წელს პარტიამ გამართა პირველი პარტიული კონფერენცია, რომელზეც მიღებულ იქნა დროებითი პროგრამა და აირჩიეს წამყვანი ორგანოები.[5]

1944 წლის მე-14 მოწვევის მეჯლისის არჩევნებზე ისპ-მ მოიპოვა 8 დეპუტატის მანდატი.

1944 წლის აგვისტოში გაიმართა ირანის სახალხო პარტიის I ყრილობა. ყრილობამ მიიღო პროგრამა და წესდება, აირჩია ცენტრალური კომიტეტი და ცენტრალური კომიტეტის საკონტროლო კომისია. პარტიას დაკისრებულ ამოცანებს შორის იყო ირანის ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცება და მისი თანაბარი თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან, ბრძოლა საერთაშორისო იმპერიალიზმთან, ბრძოლა მშვიდობისთვის, ირანელი ხალხისთვის დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების მისაღებად, მოთხოვნა 8- საათიანი სამუშაო დღე და შრომის სამართალი, მშრომელი გლეხობის ინტერესებიდან გამომდინარე აგრარული რეფორმების გატარება და სახელმწიფო მიწების გლეხებისთვის უსასყიდლოდ გადაცემა.  იმავე წელს არმიის ოფიცრებისგან შეიქმნა ირანის სახალხო პარტიის სამხედრო ორგანიზაცია ("Sazman-e Nezami-ye Hezb-e Tudeh-ye Iran"), რომლის მიზანს წარმოადგენდა პარტიის დაცვა სპეცსამსახურებისაგან.[6]

1944 წლისთვის ირანის სახალხო პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობამ მიაღწია 25 ათას ადამიანს, ხოლო 1946 წლის დასაწყისისთვის - 50 ათასზე მეტი. ირანის სახალხო პარტია გახდა პირველი მასობრივი ორგანიზაცია ირანის ისტორიაში. პარტიული გაზეთის Rahbar-ის ტირაჟმა 100 ათას ეგზემპლარს მიაღწია — სამჯერ მეტი, ვიდრე სამთავრობო გაზეთის Ettela'at.

ირანის სახალხო პარტიის გავლენის ზრდით შეშინებულმა ირანის ხელისუფლებამ პარტიის წინააღმდეგ რეპრესიების კამპანია წამოიწყო. განადგურდა ისპ-ის მთელი რიგი პარტიული კომიტეტები და კლუბები, დაიხურა გაზეთები და ჟურნალები, დააპატიმრეს პარტიის წამყვანი მოღვაწეები და აქტივისტები. ირანში სსრკ-ს გავლენის გაძლიერების შიშით, აშშ-სა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებმაც წამოიწყეს ისპ-ის დისკრედიტაციის კამპანია და მას ანტიირანული და ანტიისლამური ორგანიზაცია უწოდეს.

ისპ-ის მე-2 კონგრესმა, რომელიც გაიმართა 1948 წლის აპრილში, აღიარა ბრძოლის გააქტიურების აუცილებლობა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გეგმების წინააღმდეგ, რომლებიც მიზნად ისახავდა ირანის, როგორც უცხოური მონოპოლიების აგრარული და ნედლეულის დანამატის გამოყენებას და სამხედრო-სტრატეგიულ დასაყრდენად გადაქცევას.  ასევე ყრილობაზე მიიღეს პარტიის ახალი წესდება.

1949 წლის 4 თებერვალს შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის მკვლელობის მცდელობა განხორციელდა. ხელისუფლებამ ირანის სახალხო პარტია დაადანაშაულა მკვლელობაში ის კანონის გარეშე გამოაცხადა. განადგურდა პარტიული ორგანიზაციები, რეპრესირებულ იქნა ისპ-ის მრავალი წევრი. პარტია იძულებული გახდა წასულიყო იატაკქვეშეთში, მოქმედებდა ლეგალური ორგანიზაციების მეშვეობით (მაგალითად, ირანის მშვიდობის საზოგადოება). 1950 წლის 15 დეკემბერს ირანის სახალხო პარტიის სამხედრო ორგანიზაციამ შეძლო გაეთავისუფლებინა 9 პარტიის ლიდერი, რომლებიც ციხეში იმყოფებოდნენ ისპ-ის  აკრძალვის შემდეგ.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღზევებისა და ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაციისთვის ბრძოლის პერიოდში 1951-1953 წლებში ირანის სახალხო პარტიამ  თავისი საქმიანობა დააკანონა. პარტია მოსადეყის  კრიტიკიდან 1952 წლის აჯანყების დროს მის მხარეს გადავიდა. ისპ-ის მიერ ორგანიზებულ მიტინგებსა და დემონსტრაციებში 100 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ისპ-ის სამხედრო ორგანიზაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა 1953 წლის 15 აგვისტოს ბრიტანეთისა და აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების მიერ მოსადეყის მთავრობის წინააღმდეგ ორგანიზებული პირველი გადატრიალების მცდელობის აღკვეთაში, მაგრამ გადატრიალების შემდეგი მცდელობა, რომელიც  4 დღის შემდეგ მოხდა, წარმატებული იყო.[7]

მოსადეყის მთავრობის დამხობა (1953 წ.)

რედაქტირება

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ისპ კვლავ დაექვემდებარა რეპრესიებს. ირანის პოლიტიკური ორგანიზაციების უმეტესობასთან ერთად, ირანის სახალხო პარტის იატაკქვეშეთში გადავიდა, ხოლო ზოგიერთი აქტივისტი ემიგრაციაში წავიდა. 1953-1957 წლებში ირანის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს ირანის სახალხო პარტიის 4000-ზე მეტი აქტივისტი და  სამხედრო ორგანიზაციის არაერთი პირო  მათ შორის ისინი, ვინც მაღალ ოფიცერთა თანამდებობებს იკავებდნენ ირანის არმიასა და სპეცსამსახურებში ( მუჰამედ რეზა ფეჰლევის დაცვის უფროსი ირანის სახალხო პარტიის წევრი გახლდათ). [8]

1965 წლისთვის პარტიაში გაძლიერდა ფრაქციული ბრძოლები. პარტიის უმცირესობამ სამხრეთ ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა. ამ ხაზის მომხრეებმა შექმნეს ირანის ლეიბორისტული პარტია. [9] [10]

1970-იანი წლების დასაწყისიდან გაიზარდა ირანის სახალხო პარტიის წევრების რაოდენობა, გააფართოვდა რეგიონული კომიტეტების ქსელი. პარტია მონაწილეობდა მასობრივი გაფიცვებისა და დემონსტრაციების მომზადებაში, სტუდენტების არეულობაში. თავის მხრივ, შაჰის რეჟიმი ფხიზლად ადევნებდა თვალყურს ისპ პარტიის საქმიანობას: მის რიგებში შეიყვანეს შაჰის საიდუმლო პოლიციის სავაქის აგენტები, რომელთა ძალისხმევით ქვეყნის შიგნით მყოფი პარტიული აქტივისტები სისტემატურად ახდენდნენ რეპრესიებს.[11][12]

შაჰის რეჟიმის დამხობა და მემარცხენე ორგანიზაციების დამარცხება

რედაქტირება

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პარტიას მიეცა შესაძლებლობა ემუშავა ლეგალურად, მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში (პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი იყო ისლამური რევოლუციური სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სადექ ხალხალი, რომელიც არ იყო ირანის სახალხო პარტიის წევრი  და არაფერი ჰქონდა საერთო კომუნიზმთან). ისპ-ის თანამშრომლობა ისლამისტურ რეჟიმთან 1982 წელს დასრულდა, როდესაც მმართველმა რეჟიმმა დაიწყო ისპ-ის წევრებისგან სამინისტროების გაწმენდა და პარტიული გაზეთი დახურა. მოკლე დროში დააპატიმრეს პარტიის 5000-ზე მეტი წევრი და მხარდამჭერი.1983 წლის თებერვალში ისპ-ის ლიდერები დააპატიმრეს და პარტია ოფიციალურად აკრძალეს. 1983 წლის მაისიდან 1984 წლის მაისამდე. ისპ-ის უმაღლესი ლიდერები იძულებულნი გახდნენ ტელევიზიით გამოსულიყვნენ ისლამის ქებით და მარქსიზმ-ლენინიზმის კრიტიკით. მიუხედავად იმისა, რომ თუდე, განსხვავებით ირანელი ხალხის ფედაინებისა და მოჯაჰედების რადიკალური მემარცხენე ორგანიზაციებისა, არ მონაწილეობდა შეიარაღებულ ბრძოლაში ისლამისტური რეჟიმის წინააღმდეგ, მისი წევრების კომუნისტების და სხვა მემარცხენეების მიმართ   რეპრესიები განსაკუთრების დიდი ტალღა განხორციელდა 1988 წელს.[13][14]

ირანის სახალხო პარტიის  წევრების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა ირანი. 1992 წელს აირჩიეს ახალი ცენტრალური კომიტეტი. ამჟამად პარტია მოქმედებს იატაკქვეშ და ემიგრაციაში, პარტიის ძირითადი სტრუქტურები ქვეყნის ფარგლებს გარეთაა.  [15][16]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Michael E. Bonine, Nikki R. Keddie. "Modern Iran Dialectics". (1981), p. 217.
  2. Kaveh Farrokh. "Iran at War: 1500-1988". (2011).
  3. Sepehr Zabih. "The Dynamics of the Communist Movement in Iran, 1920-1962". University of California, (1963), p. 241.
  4. Hafizullah Emadi. "Politics of the Dispossessed: Superpowers and Developments in the Middle East". (2001), p. 56.
  5. Gholamali Haddad Adel, Mohammad Jafar Elmi, Hassan Taromi-Rad. "Political Parties: Selected Entries from Encyclopaedia of the World of Islam". (2012), p. 225.
  6. Habib Ladjevardi. "Labor Unions and Autocracy in Iran". (1985), p. 29.
  7. Maziar, Behrooz (2000). Rebels With A Cause: The Failure of the Left in Iran. I.B.Tauris. p. 11. ISBN 1860646301.
  8. Gasiorowski writing in Mohammad Mosaddeq and the 1953 Coup in Iran, Edited by Mark j. Gasiorowski and Malcolm Byrne, Syracuse University Press, 2004, pp. 230–31
  9. Byrne, writing in Mohammad Mosaddeq and the 1953 Coup in Iran, Edited by Mark j. Gasiorowski and Malcolm Byrne, Syracuse University Press, 2004, p. 222
  10. "Books And Arts: How to change a regime in 30 days; Iran", The Economist. London: 16 August 2003. Vol. 368, Iss. 8337; pg. 74
  11. Saeed Kamali Dehghan, Unseen images of 1953 Iran Coup - in pictures, The Guardian, 16 December 2015. ^ Behrooz, p. 117
  12. James Buchan. "Days of God: The Revolution in Iran and Its Consequences". (2012), p. 296.
  13. Suroosh Irfani. "Iran's Islamic revolution: popular liberation or religious dictatorship?", Zed Books, (1983), p. 95.
  14. Simona Pipko. "What Is Happening to America?the Hidden Truth of Global Destruction". (2012), p. 176.
  15. Abrahamian, Ervand, Iran Between Two Revolutions by Ervand Abrahamian, Princeton University Press, 1982, pp. 276–77
  16. Office of the Military Governor of Teheran: Black Book on Tudeh Officers Organization. 1956. ISBN 978-3-8442-7813-2.