რეზა-შაჰ ფეჰლევი

(გადამისამართდა გვერდიდან რეზა ფეჰლევი)

რეზა ფეჰლევი ან რეზა შაჰი დიდი (სპარს. رضا پهلوی — Rezâ Pahlavi; დ. 15 მარტი, 1878, ალაშთი, მაზანდარანის ოსტანი, სპარსეთი — გ. 26 ივლისი, 1944, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის კავშირი) — ირანის პირველი შაჰანშაჰი ფეჰლევის დინასტიიდან. ტახტზე ავიდა ყაჯარის დინასტიის დამხობის შედეგად 1925 წელს. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყნის მოდერნიზაციაში.

რეზა შაჰ ფეჰლევი

რეზა შაჰ ფეჰლევი
ფეჰლევიანთა ირანის 1-ლი შაჰი
კორონაცია: 24 აპრილი, 1926
მმართ. დასაწყისი: 15 დეკემბერი, 1925
მმართ. დასასრული: 16 სექტემბერი, 1941 (16 წელი)
წინამორბედი: აჰმედ შაჰ ყაჯარი
მემკვიდრე: მუჰამედ რეზა ფეჰლევი
ირანის პრემიერ-მინისტრი
მმართ. დასაწყისი: 28 ოქტომბერი, 1923
მმართ. დასასრული: 1 ნოემბერი, 1925 (2 წელი)
წინამორბედი: ჰასან პირნია
მემკვიდრე: მუჰამედ-ალი ფორუგი
მონარქი: აჰმედ შაჰ ყაჯარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 მარტი, 1878
დაბ. ადგილი: ალაშთი, მაზანდარანის ოსტანი, ირანი
გარდ. თარიღი: 26 ივლისი, 1944 (66 წლის)
გარდ. ადგილი: იოჰანესბურგი, სამხრეთი აფრიკა
მეუღლე: მერიემ ხანუმი
თაჯმაჰ ხანუმი
საფიე ხანუმი
თაჯ ოლ-მოლუქი (დედოფალი)
ქამარ ოლ-მოლუქი
ესმათ ოლ-მოლუქი
შვილები: ჰამდამსალთანე ფეჰლევი
შამს ფეჰლევი
მუჰამედ რეზა ფეჰლევი
აშრაფ ფეჰლევი
ალი რეზა ფეჰლევი
გოლამ რეზა ფეჰლევი
აბდულ რეზა ფეჰლევი
აჰმედ რეზა ფეჰლევი
მაჰმუდ რეზა ფეჰლევი
ფატიმა ფეჰლევი
ჰამიდ რეზა ფეჰლევი
სრული სახელი: რეზა შაჰ ფეჰლევი
დინასტია: ფეჰლევიანები
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მისი დედა ქართველი იყო.[1] სამხედრო კარიერა დაიწყო სპარსეთის კაზაკთა ბრიგადაში რიგითად. წარმატებული სამხედრო კარიერის განმავლობაში მიაღწია გენერლის ჩინს. 1921 წელს მეთაურობდა კაზაკთა ბრიგადას, შემდეგ დივიზიას. 1921 წელს სარგებლობს ქვეყანაში შიდა არეულობით და ბოლშევიკების მხარდაჭერით და იკავებს თეირანს. სპარსეთის შაჰის, აჰმედ შაჰ ყაჯარის მიერ ინიშნება თეირანის სამხედრო გუბერნატორად და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მტავარსადრლად, 1923 წლიდან კი პრემიერ-მინისტრად. ისარგებლა რა საკუთარი გავლენებითა და თანამდებობით, 1925 წლის 31 ოქტომბერს დაამხო მონარქი. იმავე წლის 12 დეკემბერს დამფუძნებელმა ასამბლეამ ის შაჰად გამოაცხადა.

1935 წელს მოითხოვა, რომ უცხო ქვეყნებს ოფიციალურად გამოეყენებინათ სახელმწიფოს თვითდასახელება - „ირანი“, მანამდე გამოყენებული სპარსეთის ნაცვლად. გაიყვანა ტრანსირანული რკინიგზის ხაზი, დააარსა თეირანის უნივერსიტეტი. ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით ებრძოდა ფეოდალური ხანების სეპარატიზმს. გაატარა რეფორემბი სასამართლო, სამხედრო და განათლების სფეროში, ცდილობდა პოლიტიკური სუვერენიტეტის და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განნმტკიცებას. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას სცადა უარი ეთქვა დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-სთვის მათი ჯარების ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებაზე, რის გამოც მოკავშირეთა მიერ იძულებული გახდა ტახტზე უარი ეთქვა. გარდაიცვალა იოჰანესბურგში. მისმა მემკვიდრემ მუჰამედ რეზა ფეჰლევიმ მამის ნეშტი ირანში გადაიტანა და თეირანთან ახლოს, ქალაქ რეიში, სპეციალურად აგებულ დიდებულ მავზოლეუმში დაასვენა, თუმცა ისლამური რევოლუციის შემდეგ აიათოლას განკარგულებით მავზოლეუმი დაანგრიეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. GholamAli Haddad Adel; et al. (2012). The Pahlavi Dynasty: An Entry from Encyclopaedia of the World of Islam. EWI Press. p. 3. (...) His mother, Nush Afarin, was a Georgian Muslim immigrant (...).