მოჰამედ რეზა ფეჰლევი
მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევი (სპარს. محمدرضا شاه پهلوی; დ. 26 ოქტომბერი 1919, თეირანი, ირანი — გ. 27 ივლისი, 1980, კაირო, ეგვიპტე) — ირანის ბოლო შაჰი, ქვეყანას მართავდა 1941-1979 წლებში. ფეჰლევის დინასტიის მეორე და უკანასკნელი წარმომადგენელი. ხელისუფლებას ჩამოაშორეს ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად. შაჰი იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო და გარდაიცვალა კაიროში.
მოჰამედ რეზა ფეჰლევი | |
---|---|
Mohammad Reza Pahlavi | |
ირანის შაჰი | |
კორონაცია: | 26 ოქტომბერი 1967 |
მმართ. დასაწყისი: | 16 სექტემბერი 1941 |
მმართ. დასასრული: | 11 თებერვალი 1979 |
წინამორბედი: | რეზა-შაჰ ფეჰლევი |
მემკვიდრე: | ტიტული გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 ოქტომბერი 1919 |
დაბ. ადგილი: | თეირანი, ირანი |
გარდ. თარიღი: | 27 ივლისი, 1980 (60 წლის) |
გარდ. ადგილი: | კაირო, ეგვიპტე |
მეუღლე: |
ფავზია ფუად ეგვიპტელი სორაია ისფანდიარი ბაჰთიარი ფარაჰ ფეჰლევი |
დინასტია: | ფეჰლევიანები |
მამა: | რეზა-შაჰ ფეჰლევი |
დედა: | თაჯ ოლ-მოლუქი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება მიიღო ირანში და საზღვარგარეთ. 1938 წელს დაამთავრა სამხედრო აკადემია თეირანში. ტახტზე ავიდა 1941 წლის სექტემბერში, მამის რეზა-შაჰ ფეჰლევის გადადგომის შემდეგ. 1943 წელს ომი გამოუცხადა ფაშისტურ გერმანიას.
1953 წლის აგვისტოში, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო-ს უშუალო ორგანიზებით, ოპერაცია "აიაქსი"-ს ფარგლებში დამხობილ იქნა პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყის მთავრობა[1]. შაჰი ემიგრაციიდან დაბრუნდა და ავტორიტარული მმართველობა დაამკვიდრა.
ირანის საიდუმლი პოლიციური სტრუქტურების ფორმირება დაიწყო 1955 წ. აშშ-ს სამხედრო ექსპერტებისა და სპეცსამსახურების სპეციალისტების ხელშეწყობით[2]. ირანში თავისი „ექსპერტები“ გააგზავნა ასევე ისრაელმა, ერთ-ერთი მათგანი იყო პოლკოვნიკი იაკობ ნიმროდი[3]. შაჰის ოფიცრები გადიოდნენ ინტენსიურ მომზადებას დიდ ბრიტანეთში, ისრაელში და აშშ-ში[4]. „CIA“-სა და „სავაქ“-ის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ფართოდ გახდა ცნობილი მხოლოდ 1970-იანი წლების მეორე ნახევარში[5] [6].
1955 წლის მარტში, აშშ-ს არმიის პოლკოვნიკის მისია შეიცვალა ამერიკის „CIA“-ს ინსტრუქტორებით (მისია შედგებოდა სულ 5 ოფიცერისგან, რომლებიც იყვნენ ექსპერტები ფარული ოპერაციებისა, ინფორმაციის ანალიზისა და კონტრდაზვერვის სფეროში). შაჰის სპეცსამსახურების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკელ გენერალს გერბერტ ნორმან შვარცკოფს, რომელმაც „გაწვრთნა სავაქ-ის პერსონალის პირველი თაობა“[7] [8] [9].
1956 წლის დეკემბერში შაჰმა და მისმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დადგა დრო ირანმა დააფუძნოს დაზვერვის ორგანიზაცია[10]. „სავაქ“-ის შექმნის კანონპროექტი შემოღებულ იქნა მეჯლისის მიერ 1957 წლის 20 იანვარს[11], და შემდგომ სენატის მიერ დამტკიცდა.
1957 წელს აშშ-სა და ისრაელის სპეცსამსახურების დახმარებით შაჰმა დააარსა დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახური — სავაქი[12].
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 160.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bryne, Malcolm (18 August 2013). "CIA Admits It Was Behind Iran's Coup". Foreign Policy.
- ↑ Афрасияби Б. Иран ва Тарих. Техран. 1364/1985, сс. 43-50.
- ↑ Kermit Roosevelt, Countercoup: the Struggle for the Control of Iran (McGraw-Hill paperback, 1981), p. 9.
- ↑ Блоч, Джонатан; Фитцджеральд, Патрик. Тайные операции английской разведки: Ближний и Средний Восток, Африка и Европа после 1945 года. М.: Политиздат, 1987.
- ↑ The Palm Beach Post (November 4, 1976).
- ↑ Kingman Daily Miner (November 4, 1976).
- ↑ CENTRAL INTELLIGENCE AGENCY (CIA) IN PERSIA. In Encyclopaedia Iranica. Retrieved July 26, 2008.
- ↑ Palash Ghosh. Iran's Feared SAVAK: Norman Schwarzkopf’s Father Had Greater Impact On Middle East Affairs. (12/28/2012).
- ↑ N. R. Keddie and M. J. Gasiorowski, eds., Neither East Nor West. Iran, the United States, and the Soviet Union, New Haven, 1990, pp. 154–155.
- ↑ Kristen Blake. The U.S.-Soviet confrontation in Iran, 1945-1962: A case in the annals of the Cold War. (2009), p. 106.
- ↑ Amad Farughy/Jean-Loup Reverier: Persien: Aufbruch ins Chaos?, München 1979, S. 163.
- ↑ N. R. Keddie and M. J. Gasiorowski, eds., Neither East Nor West: Iran, the United States, and the Soviet Union (New Haven, 1990), pp. 154–55; personal interviews.