მესამე რაიხი

გერმანიის არაოფიციალური დასახელება 1933–1945 წლებში
(გადამისამართდა გვერდიდან ფაშისტური გერმანია)

გერმანული რაიხი (გერმ. Deutsches Reich; ქართ. გერმანული იმპერია), დიდი გერმანული რაიხი (გერმ. Großdeutsches Reich; ქართ. დიდი გერმანული იმპერია), მესამე რაიხი (გერმ. Drittes Reich; ქართ. მესამე იმპერია) ასევე ნაციონალ-სოციალისტური გერმანიაგერმანული სახელმწიფო, რომელმაც 1933 წლიდან 1945 წლამდე იარსება, რა დროსაც იმპერიას დიქტატორი მმართველი ადოლფ ჰიტლერი და მისი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია მართავდა. ჰიტლერის მმართველობისას გერმანია ტრანსფორმირდა ნაცისტურ სახელმწიფოდ, რომელიც სიცოცხლის (ცხოვრების) თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებდა. 1945 წლის მაისში საბჭოთა კავშირის მიერ ბერლინის აღებისა და მოკავშირეთა ძალების მიერ გერმანიის დამარცხების შემდეგ, მესამე რაიხმა არსებობა შეწყვიტა, რითაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.

გერმანული რაიხი
მესამე რაიხი
Deutsches Reich (1933–1943)
Großdeutsches Reich (1943–1945)
სახელმწიფო/იმპერია აღარ არსებობს

1933–1945
დროშა გერბი
დევიზი
Ein Volk, ein Reich, ein Führer
ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი
ჰიმნი
  • Das Lied der Deutschen (ოფიციალური)
    გერმანელთა სიმღერა


  • Horst-Wessel-Lied (დე-ფაქტო)
    "ჰორსტ ვესელის სიმღერა"

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
გერმანიის ტერიტორიული პიკი, მეორე მსოფლიო ომის დროს (1942 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე)
დედაქალაქი ბერლინი
უდიდესი ქალაქები ბერლინი, ვენა, ჰამბურგი, მიუნხენი
ენები გერმანული ენა
რელიგია საერო სახელმწიფო
მთავრობა ნაცისტური ერთპარტიული სახელმწიფო ტოტალიტარული დიქტატურით
ფიურერი
 -  1933 – 1945 ადოლფ ჰიტლერი
რაიხსპრეზიდენტი
 -  1933 – 1934 პაულ ჰინდენბურგი
 -  1933 – 1945 ადოლფ ჰიტლერი
 -  1945 – 1945 კარლ დენიცი
რაიხსკანცრელი
 -  1933 – 1945 ადოლფ ჰიტლერი
 -  1945 – 1945 იოზეფ გებელსი
 -  1945 – 1945 იოჰან ფონ კროზიგკი
საკანონმდებლო ხელისუფლება რაიხსტაგი
 -  სახელმწიფო საბჭო რაიხსტარი
ისტორიული ერა ომებსშორისი პერიოდი/
მეორე მსოფლიო ომი
 -  მახტერგრეიფუნგი 30 იანვარი 1933
 -  გლაიხშალტუნგი 27 თებერვალი 1933
 -  ანშლუსი 12 მარტი 1938
 -  II მსოფლიო ომი 1 სექტემბერი 1939
 -  კაპუტულაცია 8 მაისი 1945
 -  საბოლოო დაშლა 23 მაისი 1945
ფართობი
 -  1939 633 786 კმ² (244 706 მლ²)
 -  1941 696 265 კმ² (268 829 მლ²)
მოსახლეობა
 -  1939 წელი 69 314 000 
სიმჭიდროვე 109,4 /კმ²  (283,3 /მლ²)
 -  1941 წელი 90 000 000 
სიმჭიდროვე 129,3 /კმ²  (334,8 /მლ²)
ვალუტა რაიხსმარკა (ℛℳ)
წინამორბედი
მემკვიდრე
ვაიმარის რესპუბლიკა
გერმანია
ავსტრია
პოლონეთი
ჩეხოსლოვაკია
სსრკ
იუგოსლავია
დღეს ამ ტერიტორიაზე

1933 წლის 30 იანვარს ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსპრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ადოლფ ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. რის შემდეგაც საკუთარი ძალებისა და პოზიციების გამაგრება/გამყარების მიზნით ნაცისტურმა პარტიამ ყველა პოლიტიკური ოპიზიციის გაუქმება (ლიკვიდაცია) დაიწყო. 1934 წლის 2 აგვისტოს ფონ ჰინდენბურგის გარდაიცვალების შემდეგ, ჰიტლერი რაიხსპრეზიდენტისა და რაიხსკანცლერის თანამდებობების შერწყმით გერმანიის დიქტატორი გახდა. 1934 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, ჰიტლერი გერმანიის ერთადერთ (სოლო) ლიდერად ფიურერად აირჩიეს. მთელი ძალები ჰიტლერის ხელში იყო ცენტრალიზებული, მისი სიტყვა კი ყველა კანონზე მაღლა იდგა. ხელისუფლება არ იყო კოორდინირებული, არ არსებობდა თანამშრომლობის ორგანო, არსებობდნენ მხოლოდ სხვადასხვა ფრაქციები, რომლებიც ძალაუფლებისა და ჰიტლერის კეთილგანწყობილების (მფარველობის) მოპოვებისთვის იბრძოდნენ. დიდი დეპრესიის დროს, ნაცისტებმა აღადგინეს ეკონომიკური სტაბილურობა, მძიმე სამხედრო ხარჯებისა და შერეული ეკონომიკის ხარჯზე კი ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობის პრობლემა აღმოფხვრეს. ჩატარდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სამუშაოები, მათ შორის ავტობანების (ჩქაროსნული ავტომაგისტრალების) მშენებლობა. ეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნებამ, ქვეყანაში რეჟიმის პოპულარობა უფრო გაზარდა.

სახელწოდება

რედაქტირება

1933-1943 წლებში სახელმწიფოს ოფიციალური სახელი იყო გერმანული რაიხი (Deutsches Reich). 1943 წელს სახელი გადაერქვა და დიდი გერმანული რაიხი (Großdeutsches Reich) ეწოდა. თანამედროვე გერმანელები მაშინდელ გერმანიას ნაციონალ-სოციალისტურ პერიოდად, ნაციონალ-სოციალისტურ ტირანიად ან უბრალოდ მესამე რაიხად მოიხსენიებენ.

გერმანული სიტყვა რაიხი (გერმ. Das Reich) შეიძლება ითარგმნოს ქართულ ენაზე როგორც „სახელმწიფო“, „იმპერია“[1]. თავდაპირველად, გერმანელები ამ ტერმინს რომის იმპერიის აღსანიშნავად იყენებდნენ, შემდეგ — რომის საღვთო იმპერიის. ზუსტად რომის საღვთო იმპერიიდან დაიწყეს ტერმინის გამოყენება, როგორც გერმანულის მიწების შემცველი გერმანული სახელმწიფოს აღმნიშვნელი (ამ მიზეზით, ვაიმარის რესპუბლიკასაც ოფიციალურად რაიხი ერქვა). თვითონ ტერმინი მესამე რაიხი, რომელსაც თავიდან მხოლოდ მითური მნიშვნელობით იყენებდნენ (მესამე სამეფო) ჰილიაზმურ და ჩახმურ, ან კიდევ, რადიკალურ პროტესტანულ დოქტრინებში ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ბოლოში და ახალი დროის დასაწყისში. მისი პოლიტიკური მნიშვნელობა შემოიტანა გერმანელმა ნაციონალისტმა მწერალმა არტურ მოილერ ვან დერ ბრუკმა 1923 წელს თავის წიგნში. ვან დერ ბრუკზე დაყრდნობით, პირველი რაიხი იყო საღვთო რომის იმპერია (962—1806), მეორე რაიხი — გერმანიის იმპერია (1871—1918), მესამე რაიხი კი უნდა ყოფილიყო სუსტი ვაიმარის რესპუბლიკის შემცვლელი იდეალური პანგერმანული რაიხი.

ჰიტლერმა მესამე რაიხის იდეა ვან დერ ბრუკისგან გადაიღო, რომელიც მასზე არც თუ ისე კარგი აზრის იყო. მწერალმა 1925 წელს თავი მოიკლა.[2]

წინარეისტორია

რედაქტირება
  ნაციონალ-სოციალიზმი  
იდეოლოგია

ფიურერპრინციპი სოციალ-დარვინიზმი ევგენიკა რასიალიზმი არიანიზმი ანტისემიტიზმი ლებენსრაუმი უბერმენშენი გროსრაუმი ათასწლოვანი რაიხი სისხლი და მიწა მილიტარიზმი მესამე გზა

ლიტერატურა

„ნაციონალ-სოციალისტთა პროგრამა“ „ჩემი ბრძოლა“ „მეოცე საუკუნის მითი“

ისტორია

ტულეს საზოგადოება პოლიტიკური მუშათა წრე გერმანელ მუშათა პარტია ლუდის პუტჩი მესამე რაიხი გრძელი დანების ღამე დამსხვრეული ვიტრინების ღამე მეორე მსოფლიო ომი საბოლოო მოგვარება: ჩეხური საკითხი / ებრაული საკითხი ევროპელი ებრაელობის კატასტროფა ჰოლოკოსტი პოლიტიკა საბჭოთა მოქალაქეების მიმართ ნიურნბერგის პროცესი

პერსონები

ადოლფ ჰიტლერი ჰაინრიხ ჰიმლერი ჰერმან გერინგი იოზეფ გებელსი ალბერტ შპეერი რუდოლფ ჰესი ალფრედ როზენბერგი

ორგანიზაციები

ნსდაპ შტურმაბტაილუნგი შუცშტაფელი ჰიტლერიუგენდი გესტაპო ვერვოლფი გოგონათა კავშირი Deutsche Glaubensbewegung ანენერბე გერმანული სამუშაო ფრონტი Kraft durch Freude რწმენა და სილამაზე მექანიზირებული კორპუსი ავიაკორპუსი სახალხო ქველმოქმედება ქალბატონთა ორგანიზაცია სტუდენტთა კავშირი ექიმთა კავშირი მასწავლებელთა კავშირი იურისტთა კავშირი ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი

ნაცისტური პარტიები და მოძრაობები

უნგრეთი ჩრდილოეთი კავკასია ბელგია ნიდერლანდები დანია ჩეჩნეთი ნორვეგია ლატვია ბელარუსი ჩილე

ნათესაობრივი იდეოლოგიები

ფაშიზმი ინტეგრალური ნაციონალიზმი რასობრივი ნაციონალიზმი ეზოთერული ჰიტლერიზმი შტრასერიზმი ნაციონალ-ბოლშევიზმი

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანულმა ეკონომიკამ სერიოზული დაღმასვლა განიცადა. ძირითადად, ეს გამოწვეული იყო რეპარაციების გადახდის გამო, რომელიც ვერსალის ხელშეკრულებამ დაადგინა. მთავრობა დიდი რაოდენობით ფულს ბეჭდავდა რეპარაციებისა და სამხედრო სესხების დასაფარად, რამაც ძლიერი ინფლაცია გამოიწვია. გაიზარდა ფასები პროდუქტებზე, პირადი მოხმარების საგნებზე, დაიწყო ეკონომიკური ქაოსი და მასობრივი არეულობები.[3] როდესაც მთავრობამ ვერ შეძლო რეპარაციების გადახდა 1923 წლის იანვრისათვის, ფრანგულმა სამხედრო ძალებმა რურის ინდუსტრიული რეგიონის ოკუპაცია მოახდინეს. კიდევ უფრო გაიზარდა სამოქალაქო დაპირისპირება გერმანიაში.[4]

ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებს შორის იმ დროის გერმანიაში.[5] პარტიის მიზნები მოიცავდა ვაიმარის მთავრობის შეცვლას, ვერსალის ხელშეკრულების პირობების გაუქმებას, რადიკალურ ანტისემიტიზმსა და ანტიკომუნიზმს.[6] მხარდამჭერებს ჰპირდებოდნენ ძლიერი ცენტრალიზებული მთავრობის ჩამოყალიბებას, გერმანელი ხალხისათვის გაზრდილი „სასიცოცხლო სივრცის“ (Lebensraum) შექმნას, ეროვნული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც რასობრივი წმენდითა და ებრაელთათვის გავლენის შემცირებით უნდა მომხდარიყო.[7] ნაცისტებს სურდათ ეროვნული და კულტურული აღორძინება.[8]

1929 წელს შეერთებულ შტატებში მომხდარმა საფონდო ბირჟის კრახმა გერმანულ ეკონომიკაზე უმძიმესი ეფექტი მოახდინა. მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, გაკოტრდა რამდენიმე მსხვილი ბანკი. ჰიტლერმა და მისმა ნაცისტურმა პარტიამ შექმნილი მდგომარეობა პოპულარობის გასაზრდელად გამოიყენეს. ისინი ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის პირობას იძლეოდნენ.[9] ბევრმა ამომრჩეველმა ჩათვალა რომ პარტიას შესწევდა უნარი, აღედგინა წესრიგი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. 1932 წლის ფედერალურმა არჩევნებმა ნაციონალ-სოციალისტური პარტია რაიხსტაგის უდიდეს პარტიად აქცია 230 მანდატით (37.4%).[10]

ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტურმა პარტიამ წარმატებებს მიაღწია 1932 წლის ორ გენერალურ არჩევნებში, უმრავლესობა მაინც ვერ მოიპოვა. ამის გამო, ჰიტლერმა ჩამოაყალიბა ხანმოკლე კოალიცია გერმანიის ნაციონალური ხალხის პარტიასთან.[11] პოლიტიკოსების, ინდუსტრიალისტებისა და ბიზნეს-წრეების დაჟინებული მოთხოვნით, 1933 წლის 30 იანვარს პრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ჰიტლერი კანცლერად დანიშნა. სწორედ ეს დღე მიიჩნევა პარტიის ძალაუფლებაში მოსვლის (Machtergreifung) დღედ.[12] მომდევნო თვეებში, ნაცისტებმა ქვეყანაში გაშალეს გლაიხშალტუნგად (Gleichschaltung) ცნობილი პროცესი, რაც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინიციატივების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად.[13] მთელი სამოქალაქო სექტორი, აგროკულტურული ჯგუფების, მოხალისეთა ორგანიზაციებისა და სპორტული კლუბების ჩათვლით, დაექვემდებარა პარტიის კონტროლს. მათი ხელმძღვანელობა ნაცისტებისადმი ლოიალურად განწყობილი პირებით ან, სულაც, პარტიის წევრებით ჩანაცვლდა. 1933 წლის ივნისისათვის, ნაცისტები მხოლოდ არმიასა და ეკლესიას ვერ აკონტროლებდნენ.[14]

1933 წლის 27 თებერვალს რაიხსტაგის შენობა დაიწვა; დამნაშავედ დანიელი კომუნისტი მარინუს ვან დერ ლიუბე ცნეს. ჰიტლერმა გამოაცხადა, რომ ეს კომუნისტური აჯანყების დაწყებას ნიშნავდა და ამას მათ წინააღმდეგ რეპრესიების გაშლა მოჰყვა: დააკავეს გერმანიის კომუნისტური პარტიის 4 000 წევრი. 1933 წლის 28 თებერვლის ბრძანებულებით შეიზღუდა მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებები, შეკრებისა და პრესის თავისუფლებების ჩათვლით. ბრძანებულება უფლებას აძლევდა პოლიციელებს დაეკავებინათ მოქალაქეები უვადოდ და სასამართლოს ნებართვის გარეშე. ამ პერიოდში გაძლიერდა მუშაობა პროპაგანდის მხრივ, რამაც მათ მოსახლეობის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილების მხარდაჭერა მოუტანა.[15]

1933 წლის მარტში რაიხსტაგმა, 444 ხმით 94-ის წინააღმდეგ, შეიტანა შესწორება გერმანიის კონსტიტუციაში, რაც უფლებას აძლევდა ჰიტლერსა და მის კაბინეტს, დაემტკიცებინა კანონები პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით.[16][17] ვინაიდან რაიხსტაგში ამ კანონის მიღებას 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მმართველმა პარტიამ 28 თებერვლის ბრძანებულება გამოიყენა, რათა ხმის მიცემის პროცესზე მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატები არ დაეშვა; კომუნისტები უკვე გარიცხულები იყვნენ.[18][19] ივნისში სოციალ-დემოკრატების პარტიაც გააუქმეს;[20] დაიშალნენ დარჩენილი სხვა პოლიტიკური პარტიებიც. 1933 წლის 14 ივლისს გერმანია ფაქტობრივად ერთპარტიულ სახელმწიფოდ იქცა, როდესაც ახალი პარტიის დაარსებაც აიკრძალა. 1933 წლის ნოემბრის, 1936 წლის მარტისა და 1938 წლის აპრილის არჩევნები მთლიანად ნაცისტების მიერ კონტროლდებოდა და მხოლოდ ნაცისტებსა და მცირე რაოდენობის დამოუკიდებელ კანდიდატებს ირჩევდნენ.[21] 1934 წლის იანვარში გაუქმდა რეგიონალური საკანონმდებლო ორგანოები და რაიხსრატი.[22]

ნაცისტურმა პარტიამ გააუქმა ვაიმარის დროინდელი სიმბოლიკაც, მათ შორის, სამფეროვანი დროშა (შავი, წითელი, ოქროსფერი). სანაცვლოდ, შემოიტანეს განახლებული იმპერიული სიმბოლიკა. 1935 წლიდან სახელმწიფოს დროშად დამტკიცდა პარტიის მიერ ადრე გამოყენებული დროშა: სვასტიკის სიმბოლოთი. ჰორსტ ვესელის სიმღერა, რომელიც ასევე ნაცისტების მიერ გამოიყენებოდა მანამდე, მეორე ოფიციალურ ჰიმნად იქცა.[23]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. რაიხი — უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  2. Мазарчук Д.В. Консервативные революционеры Веймарской Германии о государственности и праве // Право и политика. — 2005. — № 6.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-01. ციტირების თარიღი: 2016-09-29.
  3. Evans 2003, p. 103–108.
  4. Evans 2003, pp. 186–187.
  5. Evans 2003, pp. 170–171.
  6. Goldhagen 1996, p. 85.
  7. Evans 2003, pp. 179–180.
  8. Kershaw 2008, p. 81.
  9. Shirer 1960, pp. 136–137.
  10. Goldhagen 1996, p. 87.
  11. Evans 2003, pp. 293, 302.
  12. Shirer 1960, pp. 183–184.
  13. McNab 2009, p. 14.
  14. Evans 2005, p. 14.
  15. Evans 2003, pp. 329–334.
  16. Evans 2003, p. 354.
  17. Evans 2003, p. 351.
  18. Shirer 1960, p. 196.
  19. Evans 2003, p. 336.
  20. Evans 2003, pp. 358–359.
  21. Evans 2005, pp. 109, 637.
  22. Evans 2005, p. 109.
  23. Cuomo 1995, p. 231.