რაიხსპრეზიდენტი (გერმ. Reichspräsident) — გერმანიის მეთაური და პირველი პირი 1919-1934 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის დროს. მცირე ხნით წოდება აღდგენილ იქნა 1945 წელს. ვაიმარის კონსტიტუციის მიხედვით რაიხსპრეზიდენტი ირჩეოდა 7 წლით საყოველთაო და პირდაპირი არჩევნებით. იგი ნიშნავდა რაიხსკანცლერს. რაიხსპრეზიდენტს უფლება ჰქონდა დაეთხოვა რაიხსტაგი.

რაიხსპრეზიდენტის რეზიდენცია

პოსტი გაუქმდა ნაციონალ-სოციალისტების მიერ 1934 წელს მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ჰინდენბურგი გარდაიცვალა და აღდგენილ იქნა მესამე რაიხის არსებობის ბოლო დღეებში 1945 წელს, როდესაც მცირე ხნით კარლ დენიცი გახდა რაიხსპრეზიდენტი.

პირველი რაიხსპრეზიდენტი იყო ფრიდრიხ ებერტი.

# სურათი სახელი
(დაიბადა-გარდაიცვალა)
პოსტზე მოსვლა პოსტიდან წასვლა პარტია
1 ფრიდრიხ ებერტი
(1871-1925)
11 თებერვალი 1919 28 თებერვალი 1925
(გარდაიცვალა თანამდებობაზე)
გსდპ
2 პაულ ფონ ჰინდენბურგი
(1847-1934)
12 მაისი 1925 2 აგვისტო 1934
(გარდაიცვალა თანამდებობაზე)
უპარტიო
3 ადოლფ ჰიტლერი
(1889-1945)
(ფიურერი და რაიხსკანცლერი)
2 აგვისტო 1934 30 აპრილი 1945
(თვითმკვლელობა)
ნსდაპ
4 კარლ დენიცი
(1891-1980)
30 აპრილი 1945 23 მაისი 1945
(დააკავეს; თანამდებობა გაუქმდა)
ნსდაპ

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება