გერმანიის ფედერალური კანცლერი
(გადამისამართდა გვერდიდან გერმანიის კანცლერი)
ბუნდესკანცლერი (გერმ. Bundeskanzler; ქართ. ფედერალური კანცლერი) — მთავრობის მეთაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ბუნდესკანცლერს ირჩევს ბუნდესტაგი. იგი აყალიბებს გერმანიის მთავრობას. ბუნდესკანცლერი არის ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი. იგი წარმოადგენს გერმანიას სხვა ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან შეხვედრებზე, ასევე საერთაშორისო სამიტებზე. 2021 წლიდან კანცლერი არის ოლაფ შოლცი.
2001 წლიდან კანცლერის ოფისი განთავსებულია ფედერალური კანცელარიის ახალ შენობაში.