იუნიონ ბრიჯი
იუნიონ ბრიჯი (ინგლ. Union Bridge, ასევე Union Chain Bridge), მდინარე ტვიდზე გადებული დაკიდული ხიდი ჰორნლიფს (ნორთამბერლენდი, ინგლისი) და ფიშუიკს (ბორდერსი, შოტლანდია) შორის. 1820 წელს გახსნისას ეს იყო ყველაზე გრძელი ლითონის ჯაჭვური დაკიდული ხიდი მსოფლიოში (137 მ სიგრძით), და ამ ტიპის პირველი სატრანსპორტო ხიდი გაერთიანებულ სამეფოში.
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები პირველად მენაის დაკიდებულ ხიდზე დაიწყეს, იუნიონ ბრიჯი უფრო მალე დასრულდა. ამჟამად ეს უძველესი დაკიდული ხიდია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ხიდის გახსნამდე მდინარის გადაკვეთა ამ მიდამოში 11-მილიან შემოსავლელ გზაზე შეიძლებოდა ბერუიკ-აპონ-ტვიდით ქვედა დინებაზე ან 20-მილიანი შემოსავლელი გზით გოდსტრიმით ზედა დინებაზე.