ეგვიპტური რიცხვები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეგვიპტური რიცხვები – რიცხვთა სისტემა, რომელსაც ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ. სისტემა ათობითი იყო და იეროგლიფებით იწერებოდა. ისინი ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე შეიქმნა და ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნემდე გამოიყენებოდა. ეგვიპტურ ციფრებში არ იყო 0-ის აღმნიშვნელი ნიშანი.

ციფრები და რიცხვები

რედაქტირება

შემდეგი იეროგლიფები გამოიყენებოდა ათის ხარისხების გამოსახატავად:

მნიშვნელობა 1 10 100 1,000 10,000 100,000 1 მილიონი, ან
უსასრულობა
იეროგლიფი
Z1
V20
V1
M12
D50
I8

ან
I7
C11
აღწერა ერთი ხაზი ნახირის უღელი თოკის გრეხილი წყლის ლილია
(ლოტოსი)
თითი თავკომბალა კაცი აწეული ხელებით

მრავალჯერადი რიცხვები გამოიხატებოდა ამ ნიშნების განმეორებით იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იყო. მაგ., ქვის კარნაკი უჩვენებს რიცხვს 4622 ამგვარად:

M12M12M12M12
V1 V1 V1
V1 V1 V1
V20V20Z1Z1

ეგვიპტური იეროგლიფები შეიძლება დაიწეროს ორივე მიმართულებით (ასევე ვერტიკალურადაც).

შეკრება და გამოკლება

რედაქტირება

მიმატების და გამოკლების აღსანიშნავად გამოიყენებოდა:

D54დაD55

ნიშნები. თუ ფეხი მიმართული იყო ნაწერის მიმართულებით აღნიშნავდა შეკრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოკლებას.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Cajori, Florian [1929] (1993). A History of Mathematical Notations. Dover Publications, გვ. pp. 229–230. ISBN 0-486-67766-4.